გადადი შინაარსზე
ყველა სიახლე
კვირის თემა

ᲜᲘᲙᲝ ᲙᲔᲪᲮᲝᲕᲔᲚᲘᲡ ᲡᲐᲡᲙᲝᲚᲝ ᲞᲠᲔᲛᲘᲘᲡ ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔᲔᲑᲘᲡᲐᲗᲕᲘᲡ

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილეებისათვის

გინდა დააგროვო მეტი ნერგი და გააძლიერო შენი ეკოკლუბის საქმიანობა? გვაქვს განსაკუთრებული შეთავაზება ნიკო კეცხოველი 2026-ის მონაწილე სკოლებისათვის!

რას გთავაზობთ?

მოძებნეთ სკოლა, რომელიც ჯერ არ არის ჩართული წლევანდელ კონკურსში.
დაგეგმეთ საინფორმაციო შეხვედრა ონლაინ, გააცანით კონკურსის წესები და ჩართეთ ნიკო კეცხოველი 2026-ში. ონლაინ-შეხვედრების ჩატარება შეგიძლიათ მხოლოდ ქვემოთ მითითებული რეგიონების წარმომადგენელ სკოლებთან:

o სამცხე-ჯავახეთი

o მცხეთა-მთიანეთი

o რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

o თბილისი

მინიმუმ 3 ახალი სკოლის ჩართვის შემთხვევაში მიიღებთ დამატებით 300 ნერგს.
ყოველი მომდევნო ჩართული სკოლისთვის დაგემატებათ კიდევ 100 ნერგი.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

სხვა სკოლებთან თანამშრომლობა ნიშნავს საერთო მიზნებისთვის გაერთიანებას. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა:

● დაგეგმოთ და განახორციელოთ ერთობლივი აქტივობები სხვადასხვა რეგიონის სკოლებთან.

● შექმნათ ახალი პარტნიორობები და შეიმუშაოთ მათთან ერთად ახალი იდეები.

● გააძლიეროთ გარემოსდაცვითი და სოციალური ცნობიერება ქვეყნის მასშტაბით.

დამატებითი ნერგების მისაღებად აუცილებელია:

ჩართოთ სკოლა, რომელიც ჯერ არ მონაწილეობს წლევანდელ კონკურსში.
დაგეგმოთ და განახორციელოთ საერთო ონლაინ-აქტივობა.

მნიშვნელოვანია:

● საკონკურსო გაცნობითი შეხვედრა ასევე შეფასდება, როგორც დამოუკიდებელი აქტივობა.

● კონკურსის ფარგლებში თქვენ მიერ ჩართულ სკოლებთან განხორციელებული ერთობლივი აქტივობაც შეფასდება შესაბამისი ნერგებით.

● 300 ნერგი დაგემატებათ მას შემდეგ, როცა მიიღებთ დასტურს თქვენ მიერ ჩართული 3 სკოლის რეგისტრაციის და თითოეულ მათგანთან მინიმუმ ერთი საერთო აქტივობის განხორციელების შესახებ.

● ამის შემდეგ ყოველ ახალ ჩართულ სკოლაზე დაგემატებათ 100 ნერგი.

გაერთიანდით და შეცვალეთ გარემო უკეთესობისკენ ერთობლივად!

წარმატებულ და აქტიურ საკონკურსო წელს გისურვებთ!

იტვირთება…
იტვირთება…