გადადი შინაარსზე
კონკურსის წესები

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲓᲐᲕᲐᲒᲠᲝᲕᲝᲗ ᲜᲔᲠᲒᲔᲑᲘ

ყველა აქტივობა, რომელსაც ეკოკლუბი ბუნებრივი და სოციალური გარემოს სასიკეთოდ ახორციელებს, ფასდება პირობითი ერთეულით - ნერგებით.

ნერგების პრინციპი

სამოქალაქო აქტივიზმის დავალებები მდგრადი განვითარების თითოეული მიზნის მიხედვით არის დალაგებული. აქტივობები უმეტეს შემთხვევაში 20 ან 30 ნერგით ფასდება.

ნერგების მისაღებად მონაწილეებმა პორტალზე უნდა ატვირთონ ინიციატივის აღწერილობა, პროცესის ამსახველი ფოტოები და მიუთითონ შესაბამისი მდგრადი განვითარების მიზანი.

17 მიზანი

აქტივობების მიმართულებები

აირჩიეთ მდგრადი განვითარების მიზანი და ნახეთ შესაბამისი მიმართულება, აქტივობის იდეები და ნერგების შეფასების მინიშნება.

აირჩიე მიზანი

01 / 17

SDG 1: არა სიღარიბეს
მდგრადი განვითარების მიზანი #1

არა სიღარიბეს

სიღარიბე უკავშირდება რესურსების დეფიციტს, განათლების ხელმისაწვდომობას, ეკონომიკურ უფლებებსა და მოწყვლადი თემების მხარდაჭერას.

30 ნერგი

შეფასება

რისი მიღწევა გვსურს

  • უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრა
  • საბაზისო სერვისებზე თანაბარი წვდომა
  • კლიმატურ და სოციალურ კრიზისებთან გამკლავების უნარის გაზრდა

ნერგების დასაგროვებლად

  • ცნობიერების ამაღლების კამპანია სოციალური პროგრამების შესახებ
  • მეწარმეობის ან უნარების ტრენინგის ორგანიზება
  • ეკონომიკური უფლებების შესახებ შეხვედრა ან გაკვეთილი
  • საგანგებო სიტუაციაში დაზარალებულთა მხარდაჭერა
იტვირთება…