ბზობის დღესასწაული ახლოვდება
ამ მნიშვნელოვან დღესთან ერთად, სამწუხაროდ, ხშირად იზრდება ბზის მოჭრის შემთხვევებიც, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს. ბზა ნელა მზარდი მცენარეა და მისი მასობრივი გაჩეხვა საფრთხეს უქმნის როგორც მის ბუნებრივ გავრცელებას, ისე ეკოსისტემის ბალანსს.
მოვუწოდებთ ყველას - გავუფრთხილდეთ ბუნებას და მოვერიდოთ ბზის დაზიანებას. ბზობა შეგვიძლია აღვნიშნოთ უფრო პასუხისმგებლიანად და გარემოსადმი მეგობრულად.
თუ გსურთ ბზის გამოყენება, არსებობს ალტერნატიული და მდგრადი გზა - მისი გამრავლება დაკალმებით. ეს მეთოდი არა მხოლოდ იცავს ბუნებრივ რესურსებს, არამედ საშუალებას გაძლევთ თავადვე გაზარდოთ ბზა სახლის პირობებში.
სწორედ ამიტომ, გთავაზობთ სახელმძღვანელოს: „ბზის გამრავლება საშინაო პირობებში“, სადაც დეტალურადაა აღწერილი ბზის დაკალმების პროცესი, საჭირო პირობები და მოვლის რეკომენდაციები. აღნიშნული გზამკვლევი დაგეხმარებათ მარტივად და სწორად გაამრავლოთ ბზა, ბუნების დაზიანების გარეშე.
მოდით, ერთად ვიზრუნოთ გარემოზე, შევამციროთ ბზის მოჭრა და შევუწყოთ ხელი მის შენარჩუნებას მომავალი თაობებისთვის



