ᲡᲐᲢᲧᲔᲝ ᲓᲐ ᲒᲐᲠᲔᲛᲝᲡᲓᲐᲪᲕᲘᲗᲘ ᲠᲔᲡᲣᲠᲡᲔᲑᲘ
პრაქტიკული სახელმძღვანელოები და კვლევები ხეების მოვლაზე, შეშის მოხმარებაზე და ენერგიის მოთხოვნაზე.
სახელმძღვანელოები და კვლევები

შეშის მოპოვება, დამზადება და გამოყენება
გახსენი და ჩამოტვირთე
ხეების დარგვა და მოვლა
გახსენი და ჩამოტვირთე
კვლევა - ენერგიის მოთხოვნის შეფასება დედოფლისწყაროსა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში
გახსენი და ჩამოტვირთე
კვლევა - სათბობი შეშის მოთხოვნა-მიწოდებისა და პოტენციალის შეფასება
გახსენი და ჩამოტვირთე
კვლევა - სათბობი შეშის მოხმარების გავლენა ეკონომიკაზე და ალტერნატიული რესურსებით ჩანაცვლების ანალიზი
გახსენი და ჩამოტვირთე
კიდევაც დაიზრდებიან…
ნიკო კეცხოველი
წიგნის გმირები ამჯერად ეწვივნენ ქვემო ქართლს, თრიალეთს, ჯავახეთს. მოინახულეს ამ მხარის ისტორიული ძეგლები, წარსულიც გაიხსენეს და ბევრი რამ ახალიც ნახეს. ისინი სიამოვნებით გვიზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს და სჯერათ, რომ „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი…“
გახსენი და ჩამოტვირთე
საქართველოს მცენარეული საფარი
ნიკო კეცხოველი
ეს წიგნი, მრავალი წლის პირადი დაკვირვებისა და იმ დიდძალი მასალის ერთგვარი შეჯამების ნაყოფია, რომელიც ჩვენში, უმთავრესად საქართველოსა და ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ბოტანიკოსების მუშაობის შედეგად დაგროვდა. პირველად ანალოგიური შრომა, „საქართველოს მცენარეულობის ძირითადი ტიპები“, გამოვაქვეყნე 1935 წელს, რომელიც ჩვენი მცენარეული საფარის მხოლოდ ათიოდე წლის შესწავლის შედეგს წარმოადგენს. ამჟამად კი სულ სხვა მდგომარეობაა – ჩვენ შეგვიძლია ვისარგებლოთ თითქმის 40 წლის მრავალნაირი მუშაობის შედეგით. ამ ნაშრომში, რასაკვირველია, გამოყენებულია ყველა ის მასალა, რაც საქართველოსა და კავკასიის მცენარეულ საფარს შეეხება და 1959 წლამდე გამოქვეყნდა.
გახსენი და ჩამოტვირთე
მეცხრე მთაც გადავიარეთ
ნიკო კეცხოველი
„მეცხრე მთაც გადავიარეთ“ მომდევნო წიგნია „ჩვენი სამშობლოს“ სერიიდან. ამ წიგნის გმირებმა კვლავ განვლეს ახალციხე, ადიგენი და გოდერძის უღელტეხილით ჩავიდნენ აჭარისწყლის ხეობაში. აი, მათი მარშრუტის სქემა უღელტეხილიდან: გოდერძი, ხულო, შუახევი, ქედა, გონიო, ბათუმი, ქობულეთი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ვანი, ბაღდათი, ზესტაფონი, ჭიათურა, საჩხერე, გომი. რუკას რომ დახედოთ, დაინახავთ, რომ აჭარა-იმერეთის ქედს ირგვლივ შემოუარეს და შემდეგ კორტოხით (ლიხის ქედი) გადმოვიდნენ ქართლში.
გახსენი და ჩამოტვირთე
მორბის არაგვი, არაგვიანი
ნიკო კეცხოველი
„მორბის არაგვი, არაგვიანი“ აგვიწერს არაგვის, ქსნის და ნაწილობრივ ივრისა და თერგის ხეობებს. ჩვენმა მოგზაურებმა ბევრი იარეს და ბევრიც ნახეს. მცხეთიდან დაიწყო მათი მგზავრობა. მოიარეს მუხრანის ვაკე, სარკინეთი, შიომღვიმე, ახალგორი, ლარგვისი, ყელის ტბა, ლიახვის სათავეები, ლომისა, გადაკვეთეს ალევის ქედი და ჩავიდნენ არაგვის ხეობაში. მლეთიდან ჯერ თერგის ხეობას ეწვივნენ, სადაც ბევრი საინტერესო რამ იხილეს. თერგის ხეობიდან იბრუნეს პირი და არაგვს ჩამოჰყვნენ, ჭოპორტში კვლავ ძია პავლეს შეხვდნენ და მასთან ერთად ივრის ხეობის ნაწილიც მოინახულეს. გზადაგზა გაეცნენ მხარის გეოლოგიურ წარსულს, მცენარეულ საფარს, ფაუნას, ისტორიულ ძეგლებს. ჩვენმა მოგზაურებმა ძველი გამოცდილება გამოიყენეს და თან ისტორიული წიგნებიც წაიღეს, მათ შორის, ვახუშტი ბაგრატიონის საქართველოს გეოგრაფიაც და ბევრ რამეს ადგილზე ამოწმებდნენ.
გახსენი და ჩამოტვირთე
არსიანიდან მოვდივარ, მომიხარია
ნიკო კეცხოველი
ნაფუზარი – არა, ბიჭებო, მე ჩემი მშვილდი და ისარი კაი ხანია, დავდე. თქვენთან უღელს სადღა გავწევ. ჩემს ბილიკზე უკვე ბალახი ამოვიდა. ახლა იმასაც იტყვით; ჩემი კალო გავლეწეო, არა? – აბა, მაშ რა, სადაც არა ჯობს, გაცლა ჯობს. – შენ არ გვეუბნები ხოლმე, ძველი ხარისა რქანიცა ხვნენო? – მერე რა, სიტყვა გაფრენილი ჩიტია, ასეთი სიტყვა საუბრის მარილია. – ჩვენ შევყევით ლაპარაკსა და ცხენი მიჰყავს ამხანაგსა. აი, ასეთი საუბარი ჰქონდათ გიორგის ბიჭებს – ერეკლესა და ვახტანგს
გახსენი და ჩამოტვირთე
მკერდში დაჭრილი ბუნება
ნიკო კეცხოველი
ნიკო კეცხოველის მიერ ოთხ ათეულ წელზე მეტი ხნის წინ დაწერილი ეს წიგნი პირველი მერცხალი იყო საქართველოში, რომელშიც გარემოდაცვითი პრობლემები მთელი სიგრძე-სიგანით დაისვა და სათანადო პასუხებიც გაეცა. წიგნის მოსამზადებლად ავტორმა გამოიყენა XX საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში გამოქვეყნებული 100-მდე დასახელების სამეცნიერო თუ სამეცნიერო–პოპულარული წყარო, რომელთა დიდი ნაწილი ამჟამად ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს. არადა, ამ წყაროებში ბუნების ცალკეულ კომპონენტებზე და მოვლენებზე (კლიმატი, წყალი, ფლორა, ფაუნა, რელიეფი და სხვ.) ბევრი, ძალზედ მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტია დაფიქსირებული.
გახსენი და ჩამოტვირთე
თოვლიან მთებში
ნიკო კეცხოველი
გამომცემლობა «ნაკადულმა» განიზრახა, შეეკრიბა ერთად ჩემი ჩანაწერები და ახალგაზრდა მკითხველისათვის ისე მიეწოდებინა. წინადადება მივიღე, მაგრამ შევფიქრიანდი: ეს «მგზავრის წერილები» ხომ 40 წლის წინათაა დაწერილი. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ზოგიერთი მხარე პირველი მგზავრობის შემდეგ რამდენჯერმე მოვინახულე, სვანეთში ასვლა 33 წლით შემაგვიანდა. ერთ-ერთი მგზავრობის შემდეგ «კომუნისტში»1 წერილი დავბეჭდე, ამ გამოცემის წინასიტყვაობად მას ვიყენებ მცირე შემოკლებებით. ვგონებ, მან გამოხატოს ის ცვლილებანი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მოხდა. სვანეთში პირველად 1925 წელს ვიმოგზაურე.
გახსენი და ჩამოტვირთე
ცხრათვალა მზის ქვეშ
ნიკო კეცხოველი
„ცხრათვალა მზის ქვეშ“ იმავე ციკლიდანაა, რომელსაც „ჩვენი სამშობლო“ ვუწოდე. ამ ციკლიდან უკვე გამოქვეყნდა: „თოვლიან მთებში“, „ხუთი მდინარის სათავეში“, „კაუჩუკის მაძიებელნი“. წიგნში „ცხრათვალა მზის ქვეშ“ აღწერილია ჩვენი ველები და ნახევარუდაბნოები. მოგზაური მათ იშვიათად ეწვევა ხოლმე, მაგრამ სილამაზით ნახევარუდაბნოები არაფრით ჩამოუვარდება ჩვენი ქვეყნის სხვა კუთხეებს. ამავე დროს, წარსული მრავალფეროვანი, შინაარსიანი და ღრმა აქვს. ჩვენმა მოგზაურებმა გაიარეს აღმოსავლეთ საქართველოში: სამგორი, გარეჯი, ალამდარა, შირაქი, ელდარი, პანტიშარა, ვაშლოვანი, კასრისწყალი, გული შირაქი; ალაზნის ველი: მოსაბრუნი, ხორანთა, მილარი: უფრო დასავლეთით და სამხრეთით: მცხეთა, ქვათახევი, მანგლისი, ფარცხისი, ფიტარეთი, ტანძია, დმანისი, გომარეთი, კლდეკარი, რკონი, კასპი.
გახსენი და ჩამოტვირთე