„ხელოვნური საბუდარი და საკვებური ფრინველებისათვის“ - გზამკვლევი, რომელიც სკოლის მოსწავლეებს დაეხმარება უკეთ გაიცნონ ფრინველების სამყარო და თავადაც შეიტანონ წვლილი მათი დაცვის საქმეში. გზამკვლევში თავმოყრილია პრაქტიკული ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება მარტივი მასალებით ხელოვნური საბუდრებისა და საკვებურების დამზადება, სწორად განთავსება და მოვლა.
მსგავსი აქტივობები ავითარებს გარემოზე ზრუნვის კულტურას, პასუხისმგებლობის განცდასა და ბუნებისადმი ინტერესს. ხელოვნური საბუდრები და საკვებურები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადგილებში, სადაც ფრინველებს ბუნებრივი საბუდარი ან საკვები ნაკლებად აქვთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს გზამკვლევი მოსწავლეებს შთააგონებს მეტი ყურადღება მიაქციონ ბიომრავალფეროვნების დაცვას და საკუთარი გარემო უფრო მეგობრული გახადონ ფრინველებისთვის.



