ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ ᲛᲝᲙᲚᲔᲓ
ყველაზე ხშირი კითხვები სკოლის გუნდის შექმნაზე, რეგისტრაციაზე, წევრების რაოდენობაზე და ნერგების დაგროვებაზე.
რაც ყველაზე ხშირად გვეკითხებიან
დააჭირე კითხვას პასუხის სანახავად.
როგორ მივიღოთ მონაწილეობა კონკურსში ნიკო კეცხოველის პრემია?
+
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შექმნათ სკოლის გუნდი და დარეგისტრირდეთ კონკურსის პორტალზე. გუნდის წევრების მაქსიმალური რაოდენობაა 10 მონაწილე.
რამდენი წევრი შეიძლება იყოს სკოლის გუნდში?
+
გუნდის წევრების მაქსიმალური რაოდენობაა 10 მონაწილე. აუცილებელია პედაგოგის ჩართულობა.
შესაძლებელია ერთი სკოლიდან დარეგისტრირდეს 2 გუნდი?
+
არა. ერთი სკოლიდან მხოლოდ ერთი გუნდის ჩართულობა არის დასაშვები.
შესაძლებელია გუნდის წევრი იყოს სტუდენტი ან ორგანიზაციის წარმომადგენელი?
+
გუნდის წევრი უნდა იყოს სკოლის წარმომადგენელი: მოსწავლე ან პედაგოგი.
შესაძლებელია გუნდში გაერთიანდნენ სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები?
+
არა; თუმცა სკოლებს შორის პარტნიორობა მისასალმებელია და პროექტის ფარგლებში ნერგებით ფასდება.
როგორ დავაგროვოთ ნერგები?
+
ნერგების დაგროვების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია კონკურსის წესების განყოფილებაში.
რა არის თავისუფალი გაკვეთილები?
+
თავისუფალი გაკვეთილები მოსწავლის ინტერესებზე მორგებული კლასგარეშე და არაფორმალური აქტივობების ციკლია, რომელიც განსხვავდება ტიპიური საგაკვეთილო პროცესისგან.