იდეების კონკურსი ნიკო კეცხოველი 2026-ის მონაწილე ეკოკლუბებისათვის.
კონკურსის მიზანია, რეგიონში არსებული ადგილობრივი გამოწვევების გადაჭრა და ახალგაზრდული ჩართულობის გაზრდა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: გარემოსდაცვითი საკითხები, სოციალური ინკლუზია და თემის გაძლიერება. ინიციატივის მიზანია მდგრადი გადაწყვეტილებების ხელშეწყობა და ახალგაზრდული შესაძლებლობების გაძლიერება.
იდეების კონკურსში განაცხადის შემოტანა შეუძლიათ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილე ეკოკლუბებს.
სპეციალურად შექმნილი კომისია, რომელიც შედგება პარტნიორებისა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან, განიხილავს მიღებულ განაცხადებს, რის საფუძველზეც შეირჩევა 3 პროექტი. თითოეული პროექტის განხორციელებისთვის ეკოკლუბს გადაეცემა გრანტი 1,000 ლარის ოდენობით.
გამარჯვებულ პროექტებს განსახორციელებლად ექნებათ 1 თვე, რის შემდეგაც ჩატარდება მონიტორინგი და შეფასება.
პროექტების შეფასების კრიტერიუმებია:
- პროექტის აქტუალობა და მასშტაბი;
- კრეატიულობა;
- სოციალური გავლენა;
- Მდგრადობა.
გამარჯვებული 3 ეკოკლუბი, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2026-ის ფარგლებში მიიღებს დამატებით 100 ნერგს (ქულას).
იდეების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ ფორმა:
იდეების კონკურსში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა:
2025 წლის 1 დეკემბერი, 18:00 საათი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Levan.gagoshvili@cenn.org (სათაურის ველში მიუთითეთ - BAF იდეების კონკურსი)



