გადადი შინაარსზე
ყველა სიახლე
კონკურსი

FAO-Ს ᲥᲕᲔᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲘ ᲜᲘᲙᲝ ᲙᲔᲪᲮᲝᲕᲔᲚᲘᲡ ᲡᲐᲡᲙᲝᲚᲝ ᲞᲠᲔᲛᲘᲘᲡ ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔᲔᲑᲘᲡᲐᲗᲕᲘᲡ - ᲥᲐᲚᲔᲑᲘᲡ ᲠᲝᲚᲘ ᲡᲝᲤᲚᲘᲡ ᲛᲔᲣᲠᲜᲔᲝᲑᲐᲨᲘ

FAO-ს ქვეკონკურსი ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილეებისათვის - ქალების როლი სოფლის მეურნეობაში

სოფლის მეურნეობა არის ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სიმტკიცის საფუძველი. ამ პროცესში ქალებს გადამწყვეტი, თუმცა ხშირად „უხილავი“ როლი აკისრიათ. კონკურსის ფარგლებში, თქვენი ამოცანაა მოამზადოთ პრეზენტაცია ან ვიდეორგოლი, რომელიც წარმოაჩენს ქალების წვლილს ამ სფეროში და იმ რეალობას, რომელშიც მათ უწევთ საქმიანობა.

  • აღწერეთ ფერმერი ქალების საქმიანობა (ფერმერული მეურნეობები, აგროტურიზმი, ტრადიციული ცოდნის შენარჩუნება, ა.შ), ის ძირითადი მიმართულებები, რომლებშიც ქალები არიან ჩართულები;
  • დაახასიათეთ მათი ყოველდღიურობა, აღწერეთ და დაურთეთ ვიზუალური მასალა;
  • იმსჯელეთ იმ ბარიერებზე და არსებულ გამოწვევებზე რომელთა წინაშეც სოფლის მეურნეობაში ჩართული ქალები დგანან (წვდომა რესურსებსა და ტექნოლოგიებზე; ბალანსი საოჯახო საქმეებსა და პროფესიულ საქმიანობას შორის, ა.შ);
  • გაგვიზიარეთ თქვენი ხედვა იმის შესახებ, თუ რა დაეხმარება სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს გაძლიერებაში.

შეფასებისას ყურადღება მიექცევა არა მხოლოდ ფაქტობრივ სიზუსტეს, არამედ თქვენს ხედვას - თუ როგორ შეიძლება ამ გამოწვევების დაძლევა და ქალების მეტი ჩართულობის ხელშეწყობა.

კონკურსის ფინალში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) გამოავლენს 2 გამარჯვებულ გუნდს, რომლებსაც დააჯილდოებს საჩუქრებით.

იმისათვის, რომ თქვენი განხორციელებული აქტივობა ჩაითვალოს საკონკურსოდ, Forestry.ge-ზე ატვირთვასთან ერთად, გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე - vano.gioshvili@cenn.org

--

FAO-ს ქვეკონკურსი ხორციელდება პროექტის „ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის“ (NAITS) გარფლებში, რომელსაც ახორციელებსსურსათისეროვნულისააგენტო FAO-სტექნიკურიმხარდაჭერითადაშვეიცარიისგანვითარებისადათანამშრომლობისსააგენტოსა (SDC) დაავსტრიისსაერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში ავსტრიის განვითარების სააფგენტოს (ADC) ფინანსურიმხარდაჭერით.

NAITS-იელექტრონულისისტემაა, რომელიც აერთიანებსინფორმაციას იმ შინაურიცხოველებისშესახებ, რომელთა აღრიცხვადარეგისტრაციაცკანონითსავალდებულოა - წვრილფეხაა და მსხვილფეხა პირუტყვი, ფუკარი, სატბორე მეურნეობები.ელექტრონულსისტემაშითავმოყრილიაინფორმაციაცხოველებისადგილსამყოფელის, მათიმფლობელებისანმათზეპასუხისმგებელიპირებისშესახებ, ასევე, მათიჯანმრთელობისმდგომარეობისთაობაზე - მაგალითად, აცრილებიარიანთუარა, ანროდისმიიღესესათუისანტიბიოტიკი.

იტვირთება…
იტვირთება…