ყველა წიგნინიკო კეცხოველი
ᲗᲝᲕᲚᲘᲐᲜ ᲛᲗᲔᲑᲨᲘ

გამომცემლობა «ნაკადულმა» განიზრახა, შეეკრიბა ერთად ჩემი ჩანაწერები და ახალგაზრდა მკითხველისათვის ისე მიეწოდებინა. წინადადება მივიღე, მაგრამ შევფიქრიანდი: ეს «მგზავრის წერილები» ხომ 40 წლის წინათაა დაწერილი. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ზოგიერთი მხარე პირველი მგზავრობის შემდეგ რამდენჯერმე მოვინახულე, სვანეთში ასვლა 33 წლით შემაგვიანდა. ერთ-ერთი მგზავრობის შემდეგ «კომუნისტში»1 წერილი დავბეჭდე, ამ გამოცემის წინასიტყვაობად მას ვიყენებ მცირე შემოკლებებით. ვგონებ, მან გამოხატოს ის ცვლილებანი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მოხდა. სვანეთში პირველად 1925 წელს ვიმოგზაურე.
ჩამოტვირთე100%ჩამოტვირთე
წიგნი იტვირთება