გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობა
სსიპ როსტომ აბრამიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ სარეკის საჯარო სკოლაიმერეთი30 ნერგიატვირთულია:

22 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ ᲮᲘᲡ ᲓᲐᲠᲒᲕᲘᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲓᲦᲔ

2026 წლის 22 ოქტომბერს სსიპ როსტომ აბრამიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ სარეკის საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,არტემიდას" ახალმა წევრებმა, მე-7 კლასელმა მოსწავლეებმა , კვერეთის აღკვეთილის თანამშრომელთან ერთად ამ დღესთან დაკავშირებით სკოლის ეზოში დარგეს ხის ნერგები. კერძოდ, პავლონიას ნერგები. მართლია ეს სახეობა ინვაზიურ სახეობად ითვლება , მაგრამ სპეციალისტის მიერ შეირჩა სკოლის ტერიტორიაზე არსებულ ნიკო კეცხიველის სახელობის სკვერში შესაბამისი ადგილი და მოსწავლეებმა იქ დარგეს. მათ ისწავლეს როგორ უნდა დაერგოთ ხის ნერგი, რა სიღრმის მიწის ამოჭრა იყო საჭირო, რატომაა აუცილებელი მიწის მიყრა ისე რომ ფესვები გაუმაგრდეს და რატომ უნდა დავასხათ წყალი. პარალელურად აღკვეთილის სპეციალისტი მოსწავლეებს ესაუბრებოდა ხის მნიშვნელობაზე და 22 ოქტომბრის დაარსებასთან დაკავშირებული ცნობებიც მიაწოდა.

მდგრადი განვითარების მიზნები

  • კლიმატის მდგრადობის მიღწევა
  • დედამიწის ეკოსისტემები
იტვირთება…