ჩვენი გუნდი – „ეკო მეწარმეთა მწვანე გუნდი“ – აქტიურად ერთვება გარემოს დაცვისა და გამწვანების ინიციატივაში. გვჯერა, რომ ბუნებაზე ზრუნვა თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა და პატარა კეთილი საქმეებიც კი დიდ ცვლილებებს იწვევს.
გამწვანების აქციის ფარგლებში ვრგავთ ნერგებს, ვალამაზებთ გარემოს და ვცდილობთ, ჩვენი საცხოვრებელი და სასკოლო სივრცე უფრო სუფთა, მწვანე და ჯანსაღი გავხადოთ. მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს სამოქალაქო განათლების წამყვანმა მასწავლებელმა სკოლას აჩუქა 10 ძირი ნაძვი, რომლებიც ჩვენმა გუნდმა ხალისით დარგო სკოლის ეზოში. თითოეული დარგული მცენარე სიცოცხლის, იმედისა და მომავლის სიმბოლოა. ხეები გვჩუქნიან ჟანგბადს, გვიცავენ სიცხისგან, ალამაზებენ გარემოს და მრავალი ცოცხალი ორგანიზმისთვის ქმნიან სასიცოცხლო პირობებს.
ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ თავად ვიზრუნოთ ბუნებაზე, არამედ სხვებსაც გავუღვივოთ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა. გვინდა, ახალგაზრდებმა გაიაზრონ, რომ ბუნების დაცვა მხოლოდ სიტყვებით არ შემოიფარგლება – ამისთვის საჭიროა მოქმედება, შრომა და ერთიანობა.
ჩვენ ვირჩევთ მწვანე მომავალს, რადგან გვჯერა, რომ ყოველი დარგული ნერგი უკეთესი ხვალინდელი დღის დასაწყისია
ყველა ფოტო (8)
მდგრადი განვითარების მიზნები
ხარისხიანი განათლება
დედამიწის ეკოსისტემები
თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის