გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობასამეგრელო-ზემო სვანეთიმიზანი #4

ᲡᲡᲘᲞ ᲬᲐᲚᲔᲜᲯᲘᲮᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲛᲔᲓᲐᲜᲘᲡ ᲗᲔᲛᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ხარისხიანი განათლება — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

საინფორმაციო შეხვედრა

მედანის თემის საჯარო სკოლის ეკოკლუბი   „ტობავარჩხილი“    აქტურად არის ჩართული მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევ ღონისძიებებში. წლებია ეკოკლუბი  ფუნქციონირებს, ყოველ სასწავლო წელს ფორმირდება გუნდი ახალი წევრებით.

  შევხვდით  გუნდის  წევრების მშობლებს. გავაცანით კონკურსის წესები,მივაწოდეთ ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“. მივიღეთ წერილობითი თანხმობა როგორც გუნდის წევრებისგან, ასევე მათი მშობლებისგან მონაცემთა დამუშავებაზე, კონკურსის ფარგლებში ვიდეო, აუდიო და ფოტო გადაღებაზე, აგრეთვე განხორციელებული აქტივობების ამსახველი ფოტო მასალის შეფასებისა და კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენის  მიზნით კონკურსის ორგანიზატორისთვის გადაგზავნასა და   საჯარო ვებ.გვერდებზე განთავსებაზე.

     მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება ხელს გვიწობს  გარემოსდაცვითი კულტურის ამაღლებაში, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში, პრობლემის ყველაზე ეფექტურად გადაჭრის გზების ძიებაში. ვინაიდან წლების ჩვენი სკოლა აქტიურად არის ჩართული კონკურსში და უწყვეტად ხორციელდება ატივობები, ეს ყოველივე დადებითად აისახა სასკოლო საზოგადოების ცნობიერებაზე.

     კონკურსის მონაწილეების მიერ განხორციელებული აქტივობების შედეგად, სკოლაში მოვაწყვეთ მწანე სივრცე, ვინარჩუნებთ სუფთა გარემოს და ხელს ვუწყობთ დედამიწის ეკოსისტემების მდგრადობის შენარჩუნებას.

 

იტვირთება…