თექაზე მუშაობის მასტერკლასი
გორის #8 საჯარო სკოლის ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში შექმნილი ეკოკლუბი „ნოვატორი“ აგრძელებს საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს. ამჯერად კლუბის სტუმარი იყო ხელოვნების მასწავლებელი სოფო ჯამბრიშვილი, რომელმაც მოსწავლეებს თექის დამუშავებისა და მისგან უნიკალური ნივთების შექმნის ტექნიკა გააცნო.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკულად აითვისეს თექით მუშაობის ძირითადი პრინციპები, გაეცნეს მასალის თვისებებსა და ტრადიციული ხელსაქმის თანამედროვე ინტერპრეტაციებს. მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმითა და შემოქმედებითი ჩართულობით შექმნეს საავტორო ნივთები.
აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეებში ესთეტიკური გემოვნების, შემოქმედებითი აზროვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემის განვითარებას, ასევე აკავშირებს ხელოვნებასა და გარემოსდაცვით იდეებს (მდგრადი და ხელნაკეთი ნივთების შექმნის კულტურას).
ეკოკლუბი „ნოვატორი“ მადლობას უხდის სოფო ჯამბრიშვილს საინტერესო მასტერკლასისა და გამოცდილების გაზიარებისთვის და ვიმედოვნებთ,რომ ბევრ საინტერესო ნივთს შევქმნით სოფო მასწავლებელთან ერთად.