გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაშიდა ქართლიმიზანი #4

ᲡᲡᲘᲞ Ქ.ᲒᲝᲠᲘᲡ #8 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ხარისხიანი განათლება — 3 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

სტუმრები ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში

11 ნოემბერს გორის №8 საჯარო სკოლას ესტუმრნენ სსიპ ქალაქ გორის №11 საჯარო სკოლის, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში შექმნილი ეკოკლუბ „დელტას“ წევრი მოსწავლეები. შეხვედრის ფარგლებში ეკოკლუბ „ნოვატორების“ წევრებმა სტუმარი სკოლის ეკოკლუბს დაათვალიერებინეს სკოლის ეზოში განთავსებული კომპოსტირების ყუთი და გააცნეს კომპოსტირების პროცესი. მოსწავლეებისთვის საინტერესო და შემეცნებითი ლექცია კომპოსტირების მნიშვნელობის, ორგანული ნარჩენების მართვისა და გარემოს დაცვის საკითხებზე ეკოკლუბის ხელმძღვანელმა, ნინო ფსუტურმა, ჩაატარა. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში ორგანული ნარჩენების სასარგებლო რესურსად გარდაქმნა, ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება და გარემოზე ნარჩენების უარყოფითი ზემოქმედების შემცირება. ამის შემდეგ მოსწავლეებმა თავად შეაგროვეს ფოთლები და სხვა ნარჩენები და ყუთში განათავსეს. მსგავსი საგანმანათლებლო შეხვედრები ხელს უწყობს მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებასა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზრდას.

აქტივობა 02

სამეცნიერო ფესტივალი გორში

17 სექტემბერს, სსიპ ქალაქ გორის №8 საჯარო სკოლის ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში შექმნილი ეკოკლუბ „ინოვატორის“ წევრმა მოსწავლეებმა გორში გამართულ სამეცნიერო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტმა წარმოადგინა საკუთარი სამეცნიერო მიღწევები, კვლევითი ნაშრომები, ინოვაციური პროექტები და საგანმანათლებლო რესურსები, რომელთა დახმარებითაც დამთვალიერებლებს მეცნიერების სხვადასხვა მიმართულების გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ უნივერსიტეტების საქმიანობას, ენახათ საინტერესო ექსპერიმენტები, ინოვაციური გამოგონებები და ის სამეცნიერო რესურსები, რომელთა მეშვეობითაც უნივერსიტეტებმა მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვეს. ეკოკლუბ „დელტას“ წევრი მოსწავლეებისთვის ფესტივალში მონაწილეობა საინტერესო და შემეცნებითი გამოცდილება იყო. მათ შესაძლებლობა მიეცათ, უშუალოდ გასცნობოდნენ სამეცნიერო სიახლეებს, დაესვათ კითხვები, მიეღოთ ახალი ინფორმაცია და დაენახათ, რამდენად მრავალფეროვანი და საინტერესოა მეცნიერების სამყარო. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეებში კვლევითი ინტერესის, შემოქმედებითი აზროვნებისა და ახალი ცოდნის მიღების მოტივაციის გაძლიერებას.

აქტივობა 03

პირველადი დახმარების ჩემპიონატი

   2 ოქტომბერს, გორის #8 საჯარო სკოლის, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში შექმნილ ეკოკლუბ „ნოვატორების“  წევრებმა ხიდისთავის საჯარო სკოლის ეკოკლუბთან და გორის #11 საჯარო სკოლის ეკოკლუბელებთან ერთად ,მონაწილეობა მიიღო საქართველოს წითელი ჯვრის მიერ ორგანიზებულ პირველადი დახმარების ჩემპიონატში. მოსწავლეებმა, როგორც მოხალისეებმა, გაიარეს პირველადი დახმარების საბაზისო უნარების ტრენინგი და აქტიურად ჩაერთნენ რეალისტური სიტუაციების სიმულაციებში. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, პრაქტიკულად გამოეცადათ მიღებული თეორიული ცოდნა, ემუშავათ გუნდურად და გაცნობოდნენ გადაუდებელ სიტუაციებში სწორად მოქმედების მნიშვნელოვან წესებს. აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებისთვის იყო არა მხოლოდ საინტერესო გამოცდილება, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი პასუხისმგებლიანი მოქალაქეობის, ურთიერთდახმარებისა და მოხალისეობრივი კულტურის განვითარებისთვის. ეკოკლუბელებს მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაეხმარება საჭირო დროს საკუთარი და სხვისი სიცოცხლის გადარჩენაში.

იტვირთება…