გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაშიდა ქართლიმიზანი #3

ᲡᲡᲘᲞ Ქ.ᲒᲝᲠᲘᲡ #8 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ჯანმრთელობა და კეთილდღეობა — 2 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

შაქრიანი დიაბეტი და მისი პრევენციის გზები

სსიპ გორის #8 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ნოვატორის“ წევრი მოსწავლეები , გორის #11 და ხიდისთავის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად 25 სექტემბერს გორში, წითელი ჯვრის ოფისში გამართულ ტრენინგს დაესწრნენ. ტრენინგი მიეძღვნა მნიშვნელოვან თემას- შაქრიანი დიაბეტი და მისი პრევენციის გზები. ​შეხვედრის მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჯანდაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება იყო. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს დიაბეტის გამომწვევი მიზეზები, რისკ-ფაქტორები და დაავადების თავიდან აცილების პრევენციული ზომები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სწორი კვების, ფიზიკური აქტივობისა და პრევენციული გამოკვლევების როლს. ​ეკოკლუბ „ნოვატორის“ წევრები აქტიურად აგრძელებენ საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ ინიციატივებში მონაწილეობას, რაც მათ ეხმარებათ ცოდნის გაღრმავებასა და გარემოზე ზრუნვასთან ერთად საზოგადოებრივი და საკუთარი ჯანმრთელობის მნიშვნელობის გააზრებაში.

აქტივობა 02

პირველადი დახმარების ჩემპიონატი

   2 ოქტომბერს, გორის #8 საჯარო სკოლის, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში შექმნილ ეკოკლუბ „ნოვატორების“  წევრებმა ხიდისთავის საჯარო სკოლის ეკოკლუბთან და გორის #11 საჯარო სკოლის ეკოკლუბელებთან ერთად ,მონაწილეობა მიიღო საქართველოს წითელი ჯვრის მიერ ორგანიზებულ პირველადი დახმარების ჩემპიონატში. მოსწავლეებმა, როგორც მოხალისეებმა, გაიარეს პირველადი დახმარების საბაზისო უნარების ტრენინგი და აქტიურად ჩაერთნენ რეალისტური სიტუაციების სიმულაციებში. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, პრაქტიკულად გამოეცადათ მიღებული თეორიული ცოდნა, ემუშავათ გუნდურად და გაცნობოდნენ გადაუდებელ სიტუაციებში სწორად მოქმედების მნიშვნელოვან წესებს. აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებისთვის იყო არა მხოლოდ საინტერესო გამოცდილება, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი პასუხისმგებლიანი მოქალაქეობის, ურთიერთდახმარებისა და მოხალისეობრივი კულტურის განვითარებისთვის. ეკოკლუბელებს მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაეხმარება საჭირო დროს საკუთარი და სხვისი სიცოცხლის გადარჩენაში.

იტვირთება…