გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაშიდა ქართლიმიზანი #16

ᲡᲡᲘᲞ Ქ.ᲒᲝᲠᲘᲡ #8 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუციები — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ისტორიული მეხსიერების გაცოცხლება

21 ნოემბერს სსიპ ქალაქ გორის # 8 საჯარო სკოლის , ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში შექმნილი ეკოკლუბ "ნოვატორების" წევრები #11 საჯარო სკოლის ეკოკლუბელებთან ერთად , გორში გამართულ, გიორგი კეკელიძის წიგნის „ანწუხელიძე ომის ნამსხვრევები“ პრეზენტაციას დაესწრნენ და წიგნის ავტორს პირადად შეხვდნენ.

​ღონისძიების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ის ფაქტიც ზრდიდა, რომ მოსწავლეებმა უშუალოდ გაიცნეს წიგნის რეალური გმირები ,ადამიანები, რომელთა ცხოვრებისეული ისტორიები, მოგონებები და სამოქალაქო გამძლეობა წიგნის ფურცლებზეა ასახული. ავტორთან და წიგნის გმირებთან პირდაპირმა კომუნიკაციამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, უფრო ღრმად გაეაზრებინათ ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნის მნიშვნელობა, ისტორიული სიმართლის დაცვა და ადამიანური თავგანწირვის ფასი.

​მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალგაზრდებში ისტორიული მეხსიერების განმტკიცებას, ემპათიისა და კულტურული ცნობიერების ამაღლებასა და აქტიური სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბებას.

იტვირთება…