გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაშიდა ქართლიმიზანი #13

ᲡᲡᲘᲞ Ქ.ᲒᲝᲠᲘᲡ #8 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

კლიმატის მდგრადობის მიღწევა — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ხეების დარგვის კამპანია

  სსიპ. ქალაქ გორის #8 საჯარო სკოლის ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში შექმნილი ეკოკლუბ „ნოვატორების“ წევრები ,ახალგაზრდა ეკოაქტივისტების მიერ წამოწყებულ კამპანიას „დარგე ხე“ შეუერთდნენ. კამპანიის ფარგლებში ეკოკლუბის წევრებმა სკოლის ეზოში კვიპაროსის ნერგი დარგეს, გადაიღეს ვიდეორგოლი და გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებას საკუთარი გზავნილი გაუზიარეს. კლუბის წევრებმა მონაწილეობის მისაღებად გორის #11 და გორის #6 საჯარო სკოლებიც გამოიწვიეს, რათა ერთად იზრუნონ დედამიწაზე, გაამწვანონ გარემო და ხელი შეუწყონ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას. ეკოკლუბის წევრებმა კამპანიის გასაგრძელებლად და მწვანე ინიციატივის გასაძლიერებლად სხვა კამპანიებიც დაგეგმეს. გვჯერა, რომ თითოეული დარგული ხე ჩვენი პლანეტის უკეთესი მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯია. ბუნებაზე ზრუნვა ჩვენი პასუხისმგებლობაა, ხოლო გარემოს დაცვა თითოეული ჩვენგანის მონაწილეობით იწყება. პატარა ნაბიჯები დიდი ცვლილებებისკენ!

იტვირთება…