გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაშიდა ქართლიმიზანი #12

ᲡᲡᲘᲞ Ქ.ᲒᲝᲠᲘᲡ #8 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

გონივრული მოხმარება და წარმოება — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

სტუმრები ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში

11 ნოემბერს გორის №8 საჯარო სკოლას ესტუმრნენ სსიპ ქალაქ გორის №11 საჯარო სკოლის, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში შექმნილი ეკოკლუბ „დელტას“ წევრი მოსწავლეები. შეხვედრის ფარგლებში ეკოკლუბ „ნოვატორების“ წევრებმა სტუმარი სკოლის ეკოკლუბს დაათვალიერებინეს სკოლის ეზოში განთავსებული კომპოსტირების ყუთი და გააცნეს კომპოსტირების პროცესი. მოსწავლეებისთვის საინტერესო და შემეცნებითი ლექცია კომპოსტირების მნიშვნელობის, ორგანული ნარჩენების მართვისა და გარემოს დაცვის საკითხებზე ეკოკლუბის ხელმძღვანელმა, ნინო ფსუტურმა, ჩაატარა. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში ორგანული ნარჩენების სასარგებლო რესურსად გარდაქმნა, ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება და გარემოზე ნარჩენების უარყოფითი ზემოქმედების შემცირება. ამის შემდეგ მოსწავლეებმა თავად შეაგროვეს ფოთლები და სხვა ნარჩენები და ყუთში განათავსეს. მსგავსი საგანმანათლებლო შეხვედრები ხელს უწყობს მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებასა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზრდას.

იტვირთება…