განათლების ფესტივალი გორში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ რეგიონებში გამართულ მეცნიერების პოპულარიზაციის ფესტივალში სსიპ ქ. გორის #8 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ნოვატორები“ აქტიური მონაწილეობა მიიღო. მოსწავლეებმა გორში, განატლების ფესიტავალზე მოსულ დამთვალიერებლებს პრაქტიკული, კვლევითი და გარემოსდაცვითი აქტივობები წარუდგინეს, თვალსაჩინო ექსპერიმენტებითა და ბუნებრივ პროცესებზე დაკვირვებით კი სხვადასხვა ასაკის სტუმრების დიდი ინტერესი და ჩართულობა დაიმსახურეს. ფესტივალზე გამოვლენილი აქტიური ჩართულობის, შემოქმედებითი მიდგომისა და საინტერესო წარდგენებისთვის კლუბს 26 სექტმებერს სერტიფიკატები გადმოეცა. მიღებულმა გამოცდილებამ მოსწავლეებს მეცნიერული აზროვნების, გუნდური მუშაობის, კვლევისა და კომუნიკაციის უნარები განუვითარა, თანატოლებთან გამოცდილების გაზიარებამ კი გარემოსდაცვითი და კვლევითი საქმიანობის გაგრძელების მოტივაცია კიდევ უფრო გაუძლიერა მონაწილე ახალგაზრდებს. კლუბი გეგმავს, რომ კვლავაც აქტიურად ჩაერთოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ აქტივობებში და რაც მთავარია ამით გაზარდოს მსგავსი ღონისძიებების ხელმისაწვდომობა რეგიონებში მცხოვრები ახალგაზედებისთვის.