გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაშიდა ქართლიმიზანი #2

ᲡᲡᲘᲞ. ᲒᲝᲠᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲥᲕᲔᲛᲝ ᲡᲝᲑᲘᲡᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

არა შიმშილს — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

თოჯინების თეატრი

ქვემო სობისის საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრებმა 8 ოქტომბერს საინტერესო და შემოქმედებითი საშემოდგომო ღონისძიება გამართეს, რომლის მთავარი კულმინაცია ეკო თოჯინების თეატრი იყო. სკოლის მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმითა და ფანტაზიით შექმნეს ორიგინალური თოჯინები სიმინდისგან, გოგრისგან, პომიდორისგან, ყაბაყისა და სხვადასხვა ბოსტნეულისგან.

წარმოდგენის დროს თითოეულმა ბოსტნეულმა თოჯინამ საკუთარი სახელით გააცნო მაყურებელს ის პრობლემები, რომლებსაც ისინი ბუნებაში თუ მოვლის პროცესში აწყდებიან. თუ რა მავნებლები ესხმიან მათ თავს, როგორი პირობები უყვართ და როგორ ნიადაგში გრძნობენ თავს საუკეთესოდ. მათ ხაზგასმით ისაუბრეს ადამიანის უდიდეს როლზე — თუ რამდენად მნიშვნელოვანია მზრუნველობა, მიწის სწორი დამუშავება და მათი ჯანსაღად აღზრდა, რათა ადამიანებმა საკვებად სარგებლიანი, ვიტამინებით მდიდარი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები მიიღონ. ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა ბუნებასთან ჰარმონიული კავშირისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა.

ყველა ფოტო (7)
იტვირთება…