აქცია ,,ჩემი პირველი ნერგი"
26 ოქტომბერს გორის მერიის და რამდენიმე სკოლის ინიციატივით განხორციელდა აქცია ,,ჩემი პირველი ნერგი", სადაც ჩვენი სკოლსი პირველ კლასელებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს სოფელ შავშვების სკოლის ეზოშში ნერგების დარგვასა და გამწვანებაში. ჩვენი პირველკლასელების ხელით დაირგო ხის ნერგები. გაუკეთეს წარწერები, მათი გვარსახელებით. აქციაში მონაწილეობდა ქვემო სობისის საჯარო სკოლასთან ერთად ბერშუეთის,ზეღდულეთის, კირბლის, ზერტის და სხვა სკოლები. მოსწავლეებმა გაიცვნეს ერთმანეთი და ოისმინეს უფროსებისგან საგანმანათლებლო ლექცია, თუ რა მნიშვნელობა აქვს ხეებს დედამიწის ეკოსისტემაში, ჰაერის გასუფთავებისტვის და ჟანგბადის დონის ასამაღლებლად. ასევე გაეცვნენ, რომ ტყე და ხეები ნიადაგს ინახავენ, რომ ბევრი წყალი არ ააორთქლოს და არ გამოშრეს, არ გაუდაბნოვდეს დედამიწა. მოსწავლეებმა გაიგეს თუ როგორ უნდა მოვუაროთ ხეებს და ვიზრუნოთ მათზე, რადგან მხოლოდ ერთჯერადი დარგვით ვერ მივაღწევთ სასურველ შედეგს, სისტემატიურად უნდა ვიზრუნოთ მასზე. პატარებმა ეკოლუბის უფროს კლასელებთან და პედაგოგებთან ერთად გამოთქვეს სურვილი კვლავაც დაერგოთ ხეები, ახლა უკვე ქვემო სობისის საჯარო სკოლაში.