გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაშიდა ქართლიმიზანი #12

ᲡᲡᲘᲞ. ᲒᲝᲠᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲥᲕᲔᲛᲝ ᲡᲝᲑᲘᲡᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

გონივრული მოხმარება და წარმოება — 4 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

აქცია ,,ჩემი პირველი ნერგი"

26 ოქტომბერს გორის მერიის და რამდენიმე სკოლის ინიციატივით განხორციელდა აქცია ,,ჩემი პირველი ნერგი",  სადაც ჩვენი სკოლსი პირველ კლასელებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს სოფელ შავშვების სკოლის ეზოშში ნერგების დარგვასა და გამწვანებაში. ჩვენი პირველკლასელების  ხელით დაირგო  ხის ნერგები. გაუკეთეს წარწერები, მათი გვარსახელებით. აქციაში მონაწილეობდა ქვემო სობისის საჯარო სკოლასთან ერთად ბერშუეთის,ზეღდულეთის, კირბლის, ზერტის და სხვა სკოლები. მოსწავლეებმა გაიცვნეს ერთმანეთი და ოისმინეს უფროსებისგან საგანმანათლებლო ლექცია, თუ რა მნიშვნელობა აქვს ხეებს დედამიწის ეკოსისტემაში, ჰაერის გასუფთავებისტვის და ჟანგბადის დონის ასამაღლებლად. ასევე გაეცვნენ, რომ ტყე და ხეები ნიადაგს ინახავენ, რომ ბევრი წყალი არ ააორთქლოს და არ გამოშრეს, არ გაუდაბნოვდეს დედამიწა. მოსწავლეებმა გაიგეს თუ როგორ უნდა მოვუაროთ ხეებს და ვიზრუნოთ მათზე, რადგან მხოლოდ ერთჯერადი დარგვით ვერ მივაღწევთ სასურველ შედეგს, სისტემატიურად უნდა ვიზრუნოთ მასზე. პატარებმა ეკოლუბის უფროს კლასელებთან და  პედაგოგებთან ერთად გამოთქვეს სურვილი კვლავაც დაერგოთ ხეები, ახლა უკვე ქვემო სობისის საჯარო სკოლაში.

აქტივობა 02

ქარის გენერატორის მოდელის აწყობა

ოქტომბრის დასაწყისში ქვემო სობისის ეკოო კლუბის წევრებმა, რომლებიც ასევე STEAM კლუბის წევრებიც არიან, ავაწყეთ ქარის გენერატორი, რომელიც ქაარის მექანიკურ ენერგიას ტურბინის ფრთების მოძრაობისას ელექტრულ ენერგიად გარდაქმნის. STEAM ცოდნის გამოყენებით დავუმონტაჟეთ პატარა ლედ ნათურა და პიეზო მოწყობილობა, ამიტომ როდესაც გენერატორის ფრთები მოძრაობაში მოდის, ნათურა ინთება და პიეზო მუსიკალურ ხმებს ამოსცემს. მოგეხსენებათ გორში სოფელ ვარიანის მიმდებარედ სახელმწიფოს მიერ დამონტაჟებულია ქარის გენერატორები, რომლის პროტოტიპიც ჩვენ შევქმენით. შარშან გორის N10 საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრებთან ერთად ვეწვიეთ მას და გავესაუბრეთ იქ მომუშავე პერსონალს, რომელთაგან მიღებული გამოცდილება გამოვიყენეთ ჩვენს მიერ აწყობილ მოწყობილობაში. გავიგეთ, რომ ელექტროენერგიის ეს წყარო არის ალტერნატიული წყარო, რადგან არ არის მუდმივი და საჭიროებს ქარის სიმძლავრეს, რომ ტურბინები ძლიერად დატრიალდეს. ჩვენს მიერ აწყობილ პროტოტიპშიც სუსტად დატრიალებისას ნათურა ბჟუტავს და ხმასაც მცირედ გამოსცემს, ხოლო როდესაც ელექტრო ფენით შევუბერეთ, ნათურა კაშკაშით აინთო და ხმაც ძლიერად გაისმა.

აქტივობა 03

ვიზიტი ჟინვალის წყალსაცავში

ქვემო სობისის ეკო კლუბის წევრებმა 29 სექტემბერს Გორის მეგობარი ეკო კლუბების წევრებთან ერთად განვახორციელეთ ერთობლივი ვიზიტი ჟინვალის წყალსაცავზე. Მოსწავლეები გაეცვნენ ენერგიის წყაროებს. Გარდაქმნის ფორმებს, წყალსაცავის ისტორიას და რა გავლენას ახდენს წყალსაცავი ეკოსისტემაზე. გავიგეთ, რომ თბილისის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ჟინვალის წყალსაცავით მარაგდება და სანამ თბილისის მოსახლეობის ონკანში წამოვა წყალი, მრავალმხრივ გასუფთავების ეტაპებს გადის. გავიგეთ, თუ როგორ სუფთავდება მთიდან ჩამოტანილი ხის ნარჩენებისაგან, ნაშალი მიწისაგან, როგორ ხდება მისი ბაქტერიოციდული დამუშავება. ასევე გავეცანით თუ როდის, როგორ, ვის მიერ შეიქმნა ეს წყალსაცავი, თუ რატომ ქვია ამ დასახლებას და წყალსაცავს ჟინვალი. რომელი მდინარეები ამარაგებენ ამ წყალსაცავს და რა ზომები შეიძლება მიიღონ წყალდიდობის დროს წყლის დონის დასარეგულირებლად. ასევე გავეცანით როგორ გარდაიქმნება წყლის ვარდნის მექანიკური ენერგია გენერატორებში ელექტრულ ენერგიად და საქართველოს 7% ს ამარაგებს ელექტროენერგიით. გორის 10 სკოლის ეკოო კლუბის წევრები დამეგობრდნენ, ერთობლივად მივირთვით ბუნების წიაღში საკვები და გავუზიარეთ ერთმანეთს საკონტაქტო ინფორმაცია შემდგომი აქტივობებისთვის.

ყველა ფოტო (8)
აქტივობა 04

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობა

ყოველწლიურად ქვემო სობისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ვმონაწილეობთ ილიაუნის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო პიკნიკში, რომელიც სექტემბრის ბოლო შაბათს იმართება. (26 სექტემბერს). წელს ამ აქციაში ეკოკლუბის მოსწავლეებმა ვეცადეთ ვიზიტორებისთვის აგვემაღლებინა ეკოლოგიური განათლება. ჩიას ბამბაზე დათესლილი თესლებისაგან დავამზადეთ დედამიწის მოდელი, ვიზიტორებს უნდა ამოეცნოთ კონტინენტები, თვითოეულ კონტინენტისთვის სავიზიტო ცხოველი, მდინარე, მწვერვალი და სხვა... ასევე წაღებული გვქონდა სხვადასხვა ბოსტნეული, რომელსაც ვიზიტორების მონაწილეობით და ნიტრატომეტრის გამოყენებით გავუზომეთ ნიტრატების შემცველობა. ვიზიტორებს ჩავუტარეთ საგანმანათლებლო ლექცია, თუ რა შედეგი მოაქვს ზღვრულ დოზაზე მაღალ ნიტრატების შემცველობას და რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს მან. ასევე პატარა ვიზიტორებს ჩავუტარეთ მასტერკლასი,თუ როგორ უნდა გავიხეხოთ კბილები. ჩვენს მიერ დამზადებული პირის ღრუს მოდელით და ჯაგრისით ვასწავლეთ, თუ როგორი მოძრაობებით უკეთესია კბილების გამოხეხვა ისე, რომ მაქსიმალურად გავასუფთაოთ და არ დავაზიანოთ.

იტვირთება…