გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობათბილისიმიზანი #4

ᲨᲞᲡ ᲒᲘᲩᲘ-ᲡᲙᲝᲚᲐ ᲯᲔᲯᲘᲚᲘ

ხარისხიანი განათლება — 8 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

პროფორიენტაციული შეხვედრა და საზაფხულო დასაქმების შესაძლებლობა სტუმართმასპინძლობის სფეროში

17 ნოემბერს ჩვენი სკოლის უფროსკლასელებისთვის პროფორიენტაციული შეხვედრა გაიმართა, რომელიც ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) ახალგაზრდების დასაქმებისა და კარიერული განვითარების პროექტის ფარგლებში ჩატარდა. სკოლას სასტუმრო AmCham-ის წევრებთან ერთად, Wyndham Grand Tbilisi-ის წარმომადგენლები ეწვივნენ.

შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა მოსწავლეებს სტუმართმასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს. პრეზენტაციაზე დეტალურად განიხილეს სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობა, გუნდური მუშაობის პრინციპები, მომხმარებელთან კომუნიკაციის კულტურა და ის პრაქტიკული უნარები, რომლებსაც ახალგაზრდები ამ სფეროში მუშაობით იძენენ.

პროექტი უფროსკლასელებს სთავაზობს ორეტაპიან კარიერულ შესაძლებლობას: პირველ ეტაპზე მოსწავლეები გაივლიან სპეციალურ მოსამზადებელ ტრენინგებს, ხოლო ზაფხულის პერიოდში ჩაერთვებიან ანაზღაურებად სტაჟირებაში.

აქტივობის მიზანი და მნიშვნელობა: მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს მოსწავლეთა ადრეულ პროფესიულ ორიენტაციას, ღირსეული შრომისა და ეკონომიკური ჩართულობის პრინციპების გაცნობას. სხვადასხვა დარგის წინასწარ გაცნობა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება უფროსკლასელებს ეხმარება, უკეთ შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები, აღმოაჩინონ რეალური ინტერესები და გააზრებულად აირჩიონ მომავალი პროფესია.

აქტივობა 02

ტოლერანტობა მომავლისთვის

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. ამ დღის ფარგლებში, ჩვენი სკოლის ეკოკლუბის ორგანიზებით და ხელსეწყობით, განვახორციელეთ პროექტი „ტოლერანტობა მომავლისთვის“. მოსწავლეებმა ეკოკლუბელების დახმარებით მოამზადეს ვიდეო, სადაც ისაუბრეს ურთიერთპატივისცემის, თანაგრძნობისა და განსხვავებული აზრის მიღების მნიშვნელობაზე.

ვიდეოში ჩვენი მოსწავლეები გულწრფელად საუბრობენ ტოლერანტობაზე. გვჯერა, რომ ზრუნვა ერთმანეთზე და ბუნებაზე ერთნაირად ქმნის უკეთეს, ჰარმონიულ და მდგრად მომავალს. ერთად ვიყოთ განსხვავებულები, მაგრამ ერთიანი!

პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებში ტოლერანტული დამოკიდებულების გაძლიერება, მრავალფეროვანი კულტურების პატივისცემის წახალისება და ინკლუზიური სასკოლო გარემოს მხარდაჭერა. აქტივობამ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა დაეფიქსირებინათ საკუთარი შეხედულებები და გაეზიარებინათ პოზიტიური გზავნილები თანატოლებისთვის. ამ ინიციატივით ხელი შევუწყვეთ მშვიდობიანი, თანასწორი და მეგობრული საზოგადოების ჩამოყალიბებას, რაც მდგრადი განვითარების #4 (ხარისხიანი განათლება), #5 (გენდერული თანასწორობა) და # 10 (შემცირებული უთანასწორობა) მიზნებს ემსახურება.

 იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/share/v/1EjReT3A8z/

აქტივობა 03

"საფრანგეთი და ფიროსმანი“ — ინტერდისციპლინური გასვლითი პროექტი

ჩვენი სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ინტერდისციპლინური გასვლითი გაკვეთილი კახეთში, სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში გამართეს.

ნიკო ფიროსმანის ორიგინალური ტილოების გარემოცვაში მოსწავლეებმა ფრანგულ ენაზე წარადგინეს პროექტი „საფრანგეთი და ფიროსმანი“. მათ ისაუბრეს მიშელ ლე დანტუს, ძმები ზდანევიჩებისა და პაბლო პიკასოს როლზე ქართველი გენიოსის შემოქმედების აღმოჩენასა და მის საერთაშორისო აღიარებაში.

ეს იყო გაცილებით მეტი, ვიდრე უბრალოდ გასვლითი გაკვეთილი — ეს იყო შესაძლებლობა, მოსწავლეებს ერთმანეთთან დაეკავშირებინათ ხელოვნება, ისტორია, ფრანგული ენა, ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა.

პროექტის მთავარი მიზანი იყო კულტურათა დიალოგის ხელშეწყობა, ევროპული ღირებულებების გააზრება და არაფორმალური, გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების გზით მოსწავლეებში კულტურული და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება.

გვჯერა, რომ სწორედ ასეთი გამოცდილებები უღვივებს ბავშვებს ცნობისმოყვარეობას, აფართოებს მათ თვალსაწიერს და უყალიბებს პასუხისმგებლობას საკუთარი ქვეყნისა და მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის მიმართ.

ვასწავლით არა მხოლოდ ცოდნას, არამედ სამყაროს დანახვას! 🌍

პროექტი განხორციელდა 11 ნოემბერს.

აქტივობა 04

ტექნოლოგიები ჯანსაღი ცხოვრების სამსახურში!

ჩვენი სკოლის ეკოკლუბის წევრებმა პრაქტიკული პროექტი განახორციელეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ტექნოლოგიები მხოლოდ კოდის წერას არ ნიშნავს — მათი გამოყენებით რეალური, სასარგებლო იდეების განხორციელებაც შეგვიძლია!

💻 მოსწავლეებმა თავდაპირველად Micro:bit-ის სიმულატორში შეისწავლეს და შექმნეს პროგრამული კოდი, შემდეგ კი მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს და შექმნეს პროექტი — „ნაბიჯების მთვლელი“.

🔧 მათ დამოუკიდებლად გადაიტანეს დაწერილი კოდი ფიზიკურ Micro:bit-ის დაფაზე, გამოსცადეს მოწყობილობა და პროექტის მუშაობის პრინციპი შეამოწმეს.

🎤 პროექტის დასასრულს მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები, ისაუბრეს ფიზიკური აქტივობის, ყოველდღიური მოძრაობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე, ასევე იმაზე, თუ როგორ გვეხმარება თანამედროვე ტექნოლოგიები ჯანმრთელობაზე ზრუნვაში.

🌱 სწავლა მაშინ ხდება განსაკუთრებით საინტერესო, როდესაც ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად იქცევა!

ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეების შემოქმედებითობით, მონდომებითა და ტექნოლოგიური უნარებით!

პროექტი პირდაპირ ემსახურება მდგრადი განვითარების შემდეგ მიზნებს:

  • ჯანსაღი ცხოვრების წესისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა (SDG 3) — აცნობიერებს ფიზიკური აქტივობისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობას.

  • ხარისხიანი განათლება (SDG 4) და ინოვაციები (SDG 9) — პროგრამირების, საინჟინრო აზროვნებისა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების განვითარება.

    პროექტის განხორციელდა 12 ნოემბერს.

აქტივობა 05

„ჩემი პირველი ნერგი“

დღეს ჩვენი სკოლის პირველკლასელები გარემოსდაცვით პროექტს „ჩემი პირველი ნერგი“ შეუერთდნენ. პროექტის ფარგლებში, ბავშვებმა დამრიგებელთან ერთად მახათას მთაზე ნერგები დარგეს და საკუთარი წვლილი შეიტანეს გარემოს გამწვანებაში. აქტივობის მიზანია მოსწავლეებში ბუნების სიყვარულის, გარემოზე ზრუნვისა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაძლიერება. ნერგების დარგვით ბავშვებმა პრაქტიკულად გაიაზრეს, რამდენად მნიშვნელოვანია ხეების როლი სუფთა ჰაერის, ბიომრავალფეროვნებისა და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში. ინიციატივა ხელს უწყობს გუნდურ მუშაობას, თანამშრომლობასა და საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას. გვჯერა, რომ ბუნებაზე ზრუნვა ადრეული ასაკიდან იწყება და თითოეული პატარა ნაბიჯი უკეთესი მომავლის შექმნას ემსახურება. დღეს დარგული ნერგები ბავშვებს შეახსენებს, რომ გარემოს დაცვა ყველას საერთო პასუხისმგებლობაა. მომავალშიც ისინი იზრუნებენ დარგულ ნერგებზე და დააკვირდებიან მათ ზრდას, რაც ცოდნას ყოველდღიურ ქმედებად აქცევს.

პროექტი ემსახურება მე-4, მე-13 და მე-15 მიზნებს.

აქტივობა 06

მევენახეობა და შემეცნება

ჯეჯილის ეკოკლუბის მონაწილეობით და ორგანიზებით, მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტით სოფელ ხაშმში, „დიმიტრის ვენახს“ ეწვივნენ. მოზარდებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში და ადგილზე გაეცვნენ ტრადიციული მევენახეობის თავისებურებებს. მოსწავლეებმა გაიაზრეს ყურძნისა და ვენახის განსაკუთრებული მნიშვნელობა ქართველი ადამიანის ცხოვრებაში, ისწავლეს, თუ როგორ უნდა მოვუაროთ ვაზს სწორად და რა უზარმაზარი სარგებლობა მოაქვს მას ჩვენთვის.

მსგავსი პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეთა პრაქტიკულ განვითარებასა და ადგილობრივი ტრადიციების პატივისცემას.

აღნიშნული პროექტო ემსახურება გაეროს მდგრადი განვითარების შემდეგ მიზნებს:

  • მიზანი 4: ხარისხიანი განათლება – შემეცნებითი და პრაქტიკული აქტივობები აფართოებს მოსწავლეთა თვალსაწიერს.

  • მიზანი 8: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა - გრო-ტურიზმისა და ადგილობრივი მეწარმეობის გაცნობა ხელს უწყობს რეგიონული ეკონომიკური საქმიანობის დაფასებას.

  • მიზანი 12: პასუხისმგებლიანი მოხმარება და წარმოება – ადგილობრივი წარმოების, სოფლის მეურნეობისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა.

  • მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემები – ბუნებასთან სიახლოვე, მცენარეთა მოვლის სწავლა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.

პროექტი განხორციელდა 25 ოქტომბერს.

აქტივობა 07

გავუფრთხილდეთ ჩვენს ეკოსისტემას

მოხარულები ვართ გაგიზიაროთ ჩვენი მესამე კლასის მოსწავლეების კიდევ ერთი საინტერესო და შემეცნებითი აქტივობა! ეკოკლუბის ორგანიზებით, პატარები აგრო-შემეცნებით პროექტს — „მეფუტკრეობა ბავშვებისთვის“ შეუერთდნენ.

მოსწავლეები მცხეთაში მდებარე ულამაზეს სივრცეს ეწვივნენ, სადაც პროფესიონალებისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია ფუტკრების ბუნებრივი დანიშნულების, მათი უზარმაზარი ეკოლოგიური სარგებლობისა და ბუნებაში არსებული მნიშვნელოვანი როლის შესახებ.

განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია პრაქტიკულმა ნაწილმა — სპეციალური დამცავი ტანსაცმლით აღჭურვილი ბავშვები პირადად მიუახლოვდნენ და ახლოდან დაათვალიერეს ფუტკრების სკები. მათ თვალნათლივ ნახეს ფუტკრების საოცარი სამყარო და მიიღეს დაუვიწყარი პრაქტიკული გამოცდილება.

მსგავსი ინიციატივები ეხმარება მოსწავლეებს, სიღრმისეულად შეიცნონ და შეიყვარონ ბუნება, გაიაზრონ გარემოს დაცვისა და ეკოსისტემების შენარჩუნების მნიშვნელობა.

აღნიშნული აქტივობა გაეროს მდგრადი განვითარების (SDG) შემდეგ მიზნებს ემსახურება: #15, #4 და #12

პროექტი განხორციელდა 26 ოქტომბერს.

აქტივობა 08

ბუნებას თუ არ გაუფრთხილდები, არც ის გაგიფრთხილდება

„ბუნებას თუ არ გაუფრთხილდები, არც ის გაგიფრთხილდება“ - ჩვენი სკოლია ბავშვები გარემოს დაცვაზე.

გარემოსდაცვითი განათლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სკოლა „ჯეჯილის“ ეკოკლუბის წევრების მონდომებითა და ორგანიზებით, IV კლასის მოსწავლეები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ესტუმრნენ და მონაწილეობა მიიღეს ნარჩენების მართვის საკითხებზე ჩატარებულ ტრენინგში.

თემატური კვირეულის ფარგლებში, პატარები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ესტუმრნენ, სადაც მონაწილეობა მიიღეს ნარჩენების მართვის საკითხებზე ჩატარებულ საინტერესო და პროდუქტიულ ტრენინგში. შეხვედრის დროს მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა ნარჩენების სეპარირების, ხელახალი გამოყენებისა და გარემოზე მათი უარყოფითი ზეგავლენის შემცირების შესახებ.

პრაქტიკულმა აქტივობებმა და დისკუსიებმა ბავშვებს საშუალება მისცა, უკეთ გაეცნობიერებინათ თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა ბუნების დაცვის პროცესში. მსგავსი სასწავლო ვიზიტები ეფექტურად უწყობს ხელს მოზარდებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, მდგრადი ჩვევების ჩამოყალიბებასა და გარემოსადმი მზრუნველი დამოკიდებულების გაღრმავებას ადრეული ასაკიდანვე. https://www.facebook.com/share/v/1NbN1Dh5oo/

იტვირთება…