ტექნოლოგიები ჯანსაღი ცხოვრების სამსახურში!
ჩვენი სკოლის ეკოკლუბის წევრებმა პრაქტიკული პროექტი განახორციელეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ტექნოლოგიები მხოლოდ კოდის წერას არ ნიშნავს — მათი გამოყენებით რეალური, სასარგებლო იდეების განხორციელებაც შეგვიძლია!
💻 მოსწავლეებმა თავდაპირველად Micro:bit-ის სიმულატორში შეისწავლეს და შექმნეს პროგრამული კოდი, შემდეგ კი მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს და შექმნეს პროექტი — „ნაბიჯების მთვლელი“.
🔧 მათ დამოუკიდებლად გადაიტანეს დაწერილი კოდი ფიზიკურ Micro:bit-ის დაფაზე, გამოსცადეს მოწყობილობა და პროექტის მუშაობის პრინციპი შეამოწმეს.
🎤 პროექტის დასასრულს მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები, ისაუბრეს ფიზიკური აქტივობის, ყოველდღიური მოძრაობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე, ასევე იმაზე, თუ როგორ გვეხმარება თანამედროვე ტექნოლოგიები ჯანმრთელობაზე ზრუნვაში.
🌱 სწავლა მაშინ ხდება განსაკუთრებით საინტერესო, როდესაც ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად იქცევა!
ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეების შემოქმედებითობით, მონდომებითა და ტექნოლოგიური უნარებით!
პროექტი პირდაპირ ემსახურება მდგრადი განვითარების შემდეგ მიზნებს:
ჯანსაღი ცხოვრების წესისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა (SDG 3) — აცნობიერებს ფიზიკური აქტივობისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობას.
ხარისხიანი განათლება (SDG 4) და ინოვაციები (SDG 9) — პროგრამირების, საინჟინრო აზროვნებისა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების განვითარება.
პროექტის განხორციელდა 12 ნოემბერს.