გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობათბილისიმიზანი #17

ᲨᲞᲡ ᲒᲘᲩᲘ-ᲡᲙᲝᲚᲐ ᲯᲔᲯᲘᲚᲘ

თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ბუნებას თუ არ გაუფრთხილდები, არც ის გაგიფრთხილდება

„ბუნებას თუ არ გაუფრთხილდები, არც ის გაგიფრთხილდება“ - ჩვენი სკოლია ბავშვები გარემოს დაცვაზე.

გარემოსდაცვითი განათლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სკოლა „ჯეჯილის“ ეკოკლუბის წევრების მონდომებითა და ორგანიზებით, IV კლასის მოსწავლეები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ესტუმრნენ და მონაწილეობა მიიღეს ნარჩენების მართვის საკითხებზე ჩატარებულ ტრენინგში.

თემატური კვირეულის ფარგლებში, პატარები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ესტუმრნენ, სადაც მონაწილეობა მიიღეს ნარჩენების მართვის საკითხებზე ჩატარებულ საინტერესო და პროდუქტიულ ტრენინგში. შეხვედრის დროს მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა ნარჩენების სეპარირების, ხელახალი გამოყენებისა და გარემოზე მათი უარყოფითი ზეგავლენის შემცირების შესახებ.

პრაქტიკულმა აქტივობებმა და დისკუსიებმა ბავშვებს საშუალება მისცა, უკეთ გაეცნობიერებინათ თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა ბუნების დაცვის პროცესში. მსგავსი სასწავლო ვიზიტები ეფექტურად უწყობს ხელს მოზარდებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, მდგრადი ჩვევების ჩამოყალიბებასა და გარემოსადმი მზრუნველი დამოკიდებულების გაღრმავებას ადრეული ასაკიდანვე. https://www.facebook.com/share/v/1NbN1Dh5oo/

იტვირთება…