გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობათბილისიმიზანი #15

ᲨᲞᲡ ᲒᲘᲩᲘ-ᲡᲙᲝᲚᲐ ᲯᲔᲯᲘᲚᲘ

დედამიწის ეკოსისტემები — 2 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

მევენახეობა და შემეცნება

ჯეჯილის ეკოკლუბის მონაწილეობით და ორგანიზებით, მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტით სოფელ ხაშმში, „დიმიტრის ვენახს“ ეწვივნენ. მოზარდებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში და ადგილზე გაეცვნენ ტრადიციული მევენახეობის თავისებურებებს. მოსწავლეებმა გაიაზრეს ყურძნისა და ვენახის განსაკუთრებული მნიშვნელობა ქართველი ადამიანის ცხოვრებაში, ისწავლეს, თუ როგორ უნდა მოვუაროთ ვაზს სწორად და რა უზარმაზარი სარგებლობა მოაქვს მას ჩვენთვის.

მსგავსი პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეთა პრაქტიკულ განვითარებასა და ადგილობრივი ტრადიციების პატივისცემას.

აღნიშნული პროექტო ემსახურება გაეროს მდგრადი განვითარების შემდეგ მიზნებს:

  • მიზანი 4: ხარისხიანი განათლება – შემეცნებითი და პრაქტიკული აქტივობები აფართოებს მოსწავლეთა თვალსაწიერს.

  • მიზანი 8: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა - გრო-ტურიზმისა და ადგილობრივი მეწარმეობის გაცნობა ხელს უწყობს რეგიონული ეკონომიკური საქმიანობის დაფასებას.

  • მიზანი 12: პასუხისმგებლიანი მოხმარება და წარმოება – ადგილობრივი წარმოების, სოფლის მეურნეობისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა.

  • მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემები – ბუნებასთან სიახლოვე, მცენარეთა მოვლის სწავლა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.

პროექტი განხორციელდა 25 ოქტომბერს.

აქტივობა 02

გავუფრთხილდეთ ჩვენს ეკოსისტემას

მოხარულები ვართ გაგიზიაროთ ჩვენი მესამე კლასის მოსწავლეების კიდევ ერთი საინტერესო და შემეცნებითი აქტივობა! ეკოკლუბის ორგანიზებით, პატარები აგრო-შემეცნებით პროექტს — „მეფუტკრეობა ბავშვებისთვის“ შეუერთდნენ.

მოსწავლეები მცხეთაში მდებარე ულამაზეს სივრცეს ეწვივნენ, სადაც პროფესიონალებისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია ფუტკრების ბუნებრივი დანიშნულების, მათი უზარმაზარი ეკოლოგიური სარგებლობისა და ბუნებაში არსებული მნიშვნელოვანი როლის შესახებ.

განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია პრაქტიკულმა ნაწილმა — სპეციალური დამცავი ტანსაცმლით აღჭურვილი ბავშვები პირადად მიუახლოვდნენ და ახლოდან დაათვალიერეს ფუტკრების სკები. მათ თვალნათლივ ნახეს ფუტკრების საოცარი სამყარო და მიიღეს დაუვიწყარი პრაქტიკული გამოცდილება.

მსგავსი ინიციატივები ეხმარება მოსწავლეებს, სიღრმისეულად შეიცნონ და შეიყვარონ ბუნება, გაიაზრონ გარემოს დაცვისა და ეკოსისტემების შენარჩუნების მნიშვნელობა.

აღნიშნული აქტივობა გაეროს მდგრადი განვითარების (SDG) შემდეგ მიზნებს ემსახურება: #15, #4 და #12

პროექტი განხორციელდა 26 ოქტომბერს.

იტვირთება…