„ჩემი პირველი ნერგი“
დღეს ჩვენი სკოლის პირველკლასელები გარემოსდაცვით პროექტს „ჩემი პირველი ნერგი“ შეუერთდნენ. პროექტის ფარგლებში, ბავშვებმა დამრიგებელთან ერთად მახათას მთაზე ნერგები დარგეს და საკუთარი წვლილი შეიტანეს გარემოს გამწვანებაში. აქტივობის მიზანია მოსწავლეებში ბუნების სიყვარულის, გარემოზე ზრუნვისა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაძლიერება. ნერგების დარგვით ბავშვებმა პრაქტიკულად გაიაზრეს, რამდენად მნიშვნელოვანია ხეების როლი სუფთა ჰაერის, ბიომრავალფეროვნებისა და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში. ინიციატივა ხელს უწყობს გუნდურ მუშაობას, თანამშრომლობასა და საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას. გვჯერა, რომ ბუნებაზე ზრუნვა ადრეული ასაკიდან იწყება და თითოეული პატარა ნაბიჯი უკეთესი მომავლის შექმნას ემსახურება. დღეს დარგული ნერგები ბავშვებს შეახსენებს, რომ გარემოს დაცვა ყველას საერთო პასუხისმგებლობაა. მომავალშიც ისინი იზრუნებენ დარგულ ნერგებზე და დააკვირდებიან მათ ზრდას, რაც ცოდნას ყოველდღიურ ქმედებად აქცევს.
პროექტი ემსახურება მე-4, მე-13 და მე-15 მიზნებს.