გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობათბილისიმიზანი #11

ᲨᲞᲡ ᲒᲘᲩᲘ-ᲡᲙᲝᲚᲐ ᲯᲔᲯᲘᲚᲘ

ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

"საფრანგეთი და ფიროსმანი“ — ინტერდისციპლინური გასვლითი პროექტი

ჩვენი სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ინტერდისციპლინური გასვლითი გაკვეთილი კახეთში, სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში გამართეს.

ნიკო ფიროსმანის ორიგინალური ტილოების გარემოცვაში მოსწავლეებმა ფრანგულ ენაზე წარადგინეს პროექტი „საფრანგეთი და ფიროსმანი“. მათ ისაუბრეს მიშელ ლე დანტუს, ძმები ზდანევიჩებისა და პაბლო პიკასოს როლზე ქართველი გენიოსის შემოქმედების აღმოჩენასა და მის საერთაშორისო აღიარებაში.

ეს იყო გაცილებით მეტი, ვიდრე უბრალოდ გასვლითი გაკვეთილი — ეს იყო შესაძლებლობა, მოსწავლეებს ერთმანეთთან დაეკავშირებინათ ხელოვნება, ისტორია, ფრანგული ენა, ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა.

პროექტის მთავარი მიზანი იყო კულტურათა დიალოგის ხელშეწყობა, ევროპული ღირებულებების გააზრება და არაფორმალური, გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების გზით მოსწავლეებში კულტურული და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება.

გვჯერა, რომ სწორედ ასეთი გამოცდილებები უღვივებს ბავშვებს ცნობისმოყვარეობას, აფართოებს მათ თვალსაწიერს და უყალიბებს პასუხისმგებლობას საკუთარი ქვეყნისა და მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის მიმართ.

ვასწავლით არა მხოლოდ ცოდნას, არამედ სამყაროს დანახვას! 🌍

პროექტი განხორციელდა 11 ნოემბერს.

იტვირთება…