გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობათბილისიმიზანი #10

ᲨᲞᲡ ᲒᲘᲩᲘ-ᲡᲙᲝᲚᲐ ᲯᲔᲯᲘᲚᲘ

შემცირებული უთანასწორობა — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ტოლერანტობა მომავლისთვის

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. ამ დღის ფარგლებში, ჩვენი სკოლის ეკოკლუბის ორგანიზებით და ხელსეწყობით, განვახორციელეთ პროექტი „ტოლერანტობა მომავლისთვის“. მოსწავლეებმა ეკოკლუბელების დახმარებით მოამზადეს ვიდეო, სადაც ისაუბრეს ურთიერთპატივისცემის, თანაგრძნობისა და განსხვავებული აზრის მიღების მნიშვნელობაზე.

ვიდეოში ჩვენი მოსწავლეები გულწრფელად საუბრობენ ტოლერანტობაზე. გვჯერა, რომ ზრუნვა ერთმანეთზე და ბუნებაზე ერთნაირად ქმნის უკეთეს, ჰარმონიულ და მდგრად მომავალს. ერთად ვიყოთ განსხვავებულები, მაგრამ ერთიანი!

პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებში ტოლერანტული დამოკიდებულების გაძლიერება, მრავალფეროვანი კულტურების პატივისცემის წახალისება და ინკლუზიური სასკოლო გარემოს მხარდაჭერა. აქტივობამ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა დაეფიქსირებინათ საკუთარი შეხედულებები და გაეზიარებინათ პოზიტიური გზავნილები თანატოლებისთვის. ამ ინიციატივით ხელი შევუწყვეთ მშვიდობიანი, თანასწორი და მეგობრული საზოგადოების ჩამოყალიბებას, რაც მდგრადი განვითარების #4 (ხარისხიანი განათლება), #5 (გენდერული თანასწორობა) და # 10 (შემცირებული უთანასწორობა) მიზნებს ემსახურება.

 იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/share/v/1EjReT3A8z/

იტვირთება…