გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაგურიამიზანი #15

ᲡᲡᲘᲞ ᲩᲝᲮᲐᲢᲐᲣᲠᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲩᲮᲐᲙᲝᲣᲠᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

დედამიწის ეკოსისტემები — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

მდგრადი კლიმატი საქართველოში

                 ჩხაკოურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „მთიელები“-ს ინიციატივით, 2026 წლის ოქტომბრის, პირველი შეხვედრა ჩატარდა საინფორმაციო-პრაქტიკული შეხვედრა თემაზე — „მდგრადი კლიმატი საქართველოში“. აქტივობის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილების გამოწვევების, მისი გამომწვევი მიზეზებისა და ადგილობრივ დონეზე მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

                  აღნიშნულ შეხვედრაში ჩაერთო სასკოლო საზოგადოება. ღონისძიების ფარგლებში განიხილეს, თუ რა გავლენას ახდენს გლობალური დათბობა საქართველოს ეკოსისტემებზე, ტყის საფარსა და წყლის რესურსებზე. მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში, წარმოადგინეს პრეზენტაციები ნახშირბადის ნაკვალევის შემცირების გზებზე და შეიმუშავეს პრაქტიკული რჩევები ყოველდღიურ ცხოვრებაში ენერგოეფექტურობის დასანერგად.

                 აქტივობის შედეგად, მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრეს საკუთარი როლი გარემოს დაცვაში და დაგეგმეს მომდევნო ნაბიჯები — სკოლის ეზოს გამწვანება და ნარჩენების სეპარაციის კამპანიის დაწყება მთელი სოფლის მასშტაბით, რაც ხელს შეუწყობს სკოლაში მდგრადი გარემოს ჩამოყალიბებას.

იტვირთება…