გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაშიდა ქართლიმიზანი #4

ᲡᲡᲘᲞ ᲮᲐᲨᲣᲠᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲢᲙᲝᲪᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ

ხარისხიანი განათლება — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

შეხვედრა სამხედრო მოსამსახურესთან

დღეს, 2026 წლის 16 ნოემბერს, ტკოცის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ბუნების მცველების“ წევრების ინიციატივით ჩატარდა ტრენინგი-შეხვედრა ოსიაურის სამხედრო ბაზის თანამშრომელ ნიკა მაისურაძესთან. აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში აქტიური მოქალაქეობის, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და სამშობლოსადმი მოვალეობის გაცნობიერების განვითარება, ასევე სამხედრო გაწვევასა და სამხედრო სამსახურზე სანდო და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება. სტუმარმა მოსწავლეებს გააცნო, როგორ ხდება სამხედრო გაწვევა, რა პროცედურებს გადის გასაწვევი და რამდენი თვის განმავლობაა საჭირო სამშობლოს სამსახური. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ კითხვები და უშუალოდ გაეგოთ სამხედრო სამსახურის შესახებ. შეხვედრაში ჩაერთო 15 მოსწავლე და ეკოკლუბის ხელმძღვანელი მასწავლებელი.

აქტივობის მსვლელობისას მოსწავლეები იჩენდნენ დიდ ინტერესს, აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიაში და გამოხატავდნენ სურვილს, უკეთ გაეცნობიერებინათ მოქალაქის როლი სახელმწიფოს წინაშე.

შედეგი: მოსწავლეები გაეცნენ სამხედრო გაწვევის წესს და სამსახურის ხანგრძლივობას, გაიზარდა მათი ინფორმირებულობა, პატრიოტული თვითშეგნება და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობა. შეხვედრამ ხელი შეუწყო ახალგაზრდებში სამშობლოს მიმართ პატივისცემისა და მზრუნველობის გაღრმავებას.

იტვირთება…