გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაშიდა ქართლიმიზანი #15

ᲡᲡᲘᲞ ᲮᲐᲨᲣᲠᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲢᲙᲝᲪᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ

დედამიწის ეკოსისტემები — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

შემოდგომის დასუფთავება ყვავილების ბაღში

დღეს, 2026 წლის 19 ნოემბერს, ტკოცის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ბუნების მცველების“ წევრებმა სკოლის ეზოში არსებული ყვავილების ბაღის დასუფთავების აქტივობა განახორციელეს. აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი განათლების განვითარება, სკოლის გარემოსადმი მზრუნველი დამოკიდებულებისა და პასუხისმგებლობის გაჩენა, ასევე ბუნების სეზონური ცვლილებების გაცნობიერება. მოსწავლეებმა ბაღიდან ჩამოცვენილი ფოთლები მოაგროვეს, გამხმარი ყვავილების ტოტები მოგლიჯეს და ტერიტორია მოფოცხეს. ამგვარად, გაზაფხულის დარგვა-მოვლითი სამუშაოებისთვის ნიადაგი მოამზადეს. აქტივობაში ჩაერთო რამდენიმე მოსწავლე, სკოლის დამლაგებლები და ეკოკლუბის ხელმძღვანელი მასწავლებელი.

მუშაობისას მოსწავლეები ინაწილებდნენ ამოცანებს: ზოგი ფოთლებს აგროვებდა, ზოგი გამხმარ ტოტებს წმენდდა, ზოგი კი ტერიტორიას ფოცხავდა. ამ პროცესში მათ გამოავლინეს თანამშრომლობის უნარი, ინიციატივა და ბუნებისადმი ფრთხილი დამოკიდებულება.

შედეგი: ყვავილების ბაღი გასუფთავდა, მოწესრიგდა და გაზაფხულზე ახალი ყვავილების დასარგავად მომზადდა. სკოლის ეზო უფრო სუფთა და მოვლილი გახდა. მოსწავლეებმა პრაქტიკულად გააცნობიერეს, რომ ბუნებაზე ზრუნვა მთელი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანია და თითოეულ მათგანს შეუძლია სკოლის გარემოს გალამაზებაში წვლილის შეტანა.

იტვირთება…