გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაშიდა ქართლიმიზანი #13

ᲡᲡᲘᲞ ᲮᲐᲨᲣᲠᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲢᲙᲝᲪᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ

კლიმატის მდგრადობის მიღწევა — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ეკალ-ბარდებიდან და ნაგვიდან სუფთა ღობემდე

დღეს, სამშაბათს, 2026 წლის 3 ნოემბერს, ტკოცის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ბუნების მცველების“ რამდენიმე მოსწავლემ სკოლის ღობესთან გარემოს დასუფთავების აქტივობა ჩაატარა. აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი განათლების განვითარება, სკოლის გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის გაჩენა და აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბება. ბავშვებმა სკოლის ღობეზე გადაბმული ეკალ-ბარდები გაჭრეს და ღობის გასწვრივ ჩაყრილი ნაგავი მოაგროვეს. სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს დასუფთავებისთვის საჭირო პარკები და ხელთათმანები გადასცა, რითაც აქტივობის უსაფრთხო და ორგანიზებულად ჩატარებას შეუწყო ხელი. მოსწავლეებს დაეხმარნენ ეკოკლუბის ხელმძღვანელი მასწავლებელი ქეთევან ციქუბაძე და სკოლის ბიბლიოთეკარი ჟუჟუნა გაგნიძე.

მუშაობისას მოსწავლეები ერთმანეთში ინაწილებდნენ ამოცანებს: ზოგი ბარდებს ჭრიდა, ზოგი ნაგავს აგროვებდა და პარკებში ათავსებდა. ამ პროცესში მათ გამოავლინეს თანამშრომლობის უნარი, ინიციატივა და პასუხისმგებლობა სკოლის გარემოს მიმართ.

შედეგი: გასუფთავდა სკოლის ღობის მიმდებარე ტერიტორია, გაიწმინდა ეკალ-ბარდებისა და ნაგვისგან და სკოლის ეზო უფრო სუფთა, მოწესრიგებული და უსაფრთხო გახდა. მოსწავლეებმა პრაქტიკულად გააცნობიერეს, რომ გარემოს დაცვა ყოველი ადამიანის საერთო პასუხისმგებლობაა.

იტვირთება…