გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაიმერეთიმიზანი #4

ᲡᲡᲘᲞ ᲢᲧᲘᲑᲣᲚᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲒᲔᲚᲐᲗᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ხარისხიანი განათლება — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ჩემი პირველი ნერგი — პირველკლასელებისა და ეკოკლუბელების ერთობლივი ზრუნვა ბუნებაზე

პროექტის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში, გელათის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დიდი სიყვარულითა და ენთუზიაზმით დარგეს საკუთარი ნერგები. 🌱

პატარებს ხეების დარგვაში ეკოკლუბ „მწვანე პლანეტის“ წევრებიც ეხმარებოდნენ. ერთობლივმა საქმიანობამ ბუნებაზე ზრუნვა უფროსი და უმცროსი მოსწავლეების თანამშრომლობისა და ერთმანეთის მხარდაჭერის სასიამოვნო გამოცდილებად აქცია. 💚 ეკოკლუბელები პირველკლასელებს ნერგების მოვლაშიც დაეხმარებინ.

ამ პატარა ხეებთან ერთად ჩვენი პირველკლასელებიც გაიზრდებიან და ისწავლიან ბუნებაზე ზრუნვასა და პასუხისმგებლობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“, რომლის მიზანია ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით ხელი შეეწყოს:

💚 ტყისა და მწვანე სივრცეების აღდგენასა და ზრდას;
💚 ბიომრავალფეროვნების დაცვას;
💚 კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედების შემცირებაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდასა და მდგრადი განვითარების პრინციპების დამკვიდრებას;
💚 პროგრამის მიზნების დაკავშირებას ქვეყნის გრძელვადიან გარემოსდაცვით, კლიმატის ცვლილებისა და ტყის აღდგენის სახელმწიფო პოლიტიკასთან.

იტვირთება…