შიმშილი და მრავალფეროვანი კვება - საინფორმაციო შეხვედრა
სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „მწვანე პლანეტის“ ინიციატივით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის გაიმართა შემეცნებითი შეხვედრა თემაზე „შიმშილი და მრავალფეროვანი კვება“. პრეზენტაციას უძღვებოდა ანი ავეტისოვა.
ანი მოსწავლეებს მარტივი მაგალითებით ესაუბრა, რატომ სჭირდება ორგანიზმს საკმარისი და მრავალფეროვანი საკვები და როგორ შეიძლება საკვების ხანგრძლივმა ნაკლებობამ სწავლა და თამაში გაართულოს. მოსწავლეებმა განიხილეს, რა როლი აქვს სხვადასხვა პროდუქტს ენერგიის მიღებასა და ზრდაში. საუბარი შეეხო წყლის დალევის მნიშვნელობას, ჭამამდე ხელების დაბანასა და საკვების გაფრთხილებას.
შეხვედრის თამაშების დევიზი იყო „ერთად ვისწავლოთ და ვითამაშოთ!“ თამაშში „ფერადი თეფში“ მოსწავლეებმა დახატეს თეფში, შეარჩიეს სხვადასხვა ჯგუფის პროდუქტები და თანაკლასელებს თავიანთი არჩევანი აუხსნეს.
შეხვედრა დაუკავშირდა მდგრადი განვითარების მეორე მიზანს „შიმშილის აღმოფხვრა“. მოსწავლეებმა ისაუბრეს, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველას მიუწვდებოდეს ხელი საკმარის და მრავალფეროვან საკვებზე, და როგორ შეუძლიათ ყოველდღიური ჩვევებით საკვების ფუჭად გადაყრის შემცირებაში საკუთარი წვლილის შეტანა.