გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაიმერეთიმიზანი #17

ᲡᲡᲘᲞ ᲢᲧᲘᲑᲣᲚᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲒᲔᲚᲐᲗᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის — 2 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

🔬 „მეცნიერება მოქმედებაში — პატარა მკვლევრები ტექნოლოგიების სამყაროში“

📅 22 ნოემბერი, 2026 წელი

🌍 ეკოკლუბი „მწვანე პლანეტა“

სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის V და VII კლასების მოსწავლეები ეკოკლუბ „მწვანე პლანეტის“ ინიციატივით ქუთაისის ინტერაქციული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სივრცეს ეწვივნენ.

🎯 მიზანი: არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესის გაღვივება, კვლევითი, დაკვირვებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება.

🔬 განხორციელებული აქტივობები:

მოსწავლეებმა პრაქტიკულად გამოსცადეს სხვადასხვა ინტერაქციული ექსპონატი: „მბრუნავი ქვიშის“ საშუალებით დააკვირდნენ სპირალური მოძრაობის წარმოქმნას; წყლის მორევის მოდელზე შეისწავლეს სითხის მოძრაობა; მაგნიტური კონსტრუქციებითა და ბალანსის მოწყობილობებით გამოიკვლიეს ძალების მოქმედება. გაეცნენ ელექტრომაგნიტურ მოვლენებს, ინერციასა და მექანიკური მოძრაობის პრინციპებს.

🎯 შედეგები:

მოსწავლეებმა მიიღეს პრაქტიკული დაკვირვების გამოცდილება, მონაწილეობდნენ ექსპერიმენტებში და თანამშრომლობდნენ თანატოლებთან. ვიზიტმა შექმნა საფუძველი საბუნებისმეტყველო ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებისა და შემდგომი კვლევითი აქტივობების დაგეგმვისთვის.

ყველა ფოტო (10)
აქტივობა 02

დაზოგე დღეს - შექმენი შესაძლებლობა ხვალ! (დაზოგვის დღესათან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება)

მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, დაზოგვის საერთაშორისო დღესთან (31 ოქტომბერი) დაკავშირებით, სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში ეკოკლუბ „მწვანე პლანეტის“ ინიციატივით (ხელმძღვანელი - ელისო მაწკეპლაძე) ინიციატივით გაიმართა საგანმანათლებლო შეხვედრა. მასში მონაწილეობდნენ VII კლასის მოსწავლეები კლასის ხელმძღვანელ ქეთევან ქარქაშაძესთან ერთად.

შეხვედრაზე ეკოკლუბის წევრებმა გამოიყენეს დაზოგვის თემაზე მომზადებული პრეზენტაცია და ფინედუს საგანმანათლებლო მასალები. აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ფინანსური ცნობიერების ამაღლებას, დაზოგვის მნიშვნელობის გააზრებასა და პასუხისმგებლიანი მოხმარების წახალისებას.

მეშვიდეკლასელებმა გამართეს დისკუსია დაზოგვის მნიშვნელობისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი გამოყენების შესახებ. მსჯელობისას ყურადღება გამახვილდა საჭიროებებისა და სურვილების განსხვავებაზე, შესყიდვების წინასწარ დაგეგმვასა და თანხის მიზნობრივად გამოყენებაზე. მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები იმის შესახებ, რატომ არის მნიშვნელოვანი ხარჯვის წინ დაფიქრება და როგორ შეიძლება მცირე თანხის რეგულარულად გადადება კონკრეტული მიზნის მიღწევაში დაგვეხმაროს.

შეხვედრამ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, ფინანსური განათლების საკითხები საკუთარ ყოველდღიურ გამოცდილებასთან დაეკავშირებინათ. ეკოკლუბის ინიციატივამ კი წარმოაჩინა, რომ პირად ფინანსებზე ზრუნვა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ურთიერთდაკავშირებულია: გააზრებული მოხმარებით შეგვიძლია შევამციროთ როგორც ზედმეტი ხარჯები, ისე ნარჩენების რაოდენობა.

იტვირთება…