დაზოგე დღეს - შექმენი შესაძლებლობა ხვალ! (დაზოგვის დღესათან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება)
მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, დაზოგვის საერთაშორისო დღესთან (31 ოქტომბერი) დაკავშირებით, სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში ეკოკლუბ „მწვანე პლანეტის“ ინიციატივით (ხელმძღვანელი - ელისო მაწკეპლაძე) ინიციატივით გაიმართა საგანმანათლებლო შეხვედრა. მასში მონაწილეობდნენ VII კლასის მოსწავლეები კლასის ხელმძღვანელ ქეთევან ქარქაშაძესთან ერთად.
შეხვედრაზე ეკოკლუბის წევრებმა გამოიყენეს დაზოგვის თემაზე მომზადებული პრეზენტაცია და ფინედუს საგანმანათლებლო მასალები. აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ფინანსური ცნობიერების ამაღლებას, დაზოგვის მნიშვნელობის გააზრებასა და პასუხისმგებლიანი მოხმარების წახალისებას.
მეშვიდეკლასელებმა გამართეს დისკუსია დაზოგვის მნიშვნელობისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი გამოყენების შესახებ. მსჯელობისას ყურადღება გამახვილდა საჭიროებებისა და სურვილების განსხვავებაზე, შესყიდვების წინასწარ დაგეგმვასა და თანხის მიზნობრივად გამოყენებაზე. მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები იმის შესახებ, რატომ არის მნიშვნელოვანი ხარჯვის წინ დაფიქრება და როგორ შეიძლება მცირე თანხის რეგულარულად გადადება კონკრეტული მიზნის მიღწევაში დაგვეხმაროს.
შეხვედრამ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, ფინანსური განათლების საკითხები საკუთარ ყოველდღიურ გამოცდილებასთან დაეკავშირებინათ. ეკოკლუბის ინიციატივამ კი წარმოაჩინა, რომ პირად ფინანსებზე ზრუნვა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ურთიერთდაკავშირებულია: გააზრებული მოხმარებით შეგვიძლია შევამციროთ როგორც ზედმეტი ხარჯები, ისე ნარჩენების რაოდენობა.