გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაიმერეთიმიზანი #15

ᲡᲡᲘᲞ ᲢᲧᲘᲑᲣᲚᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲒᲔᲚᲐᲗᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

დედამიწის ეკოსისტემები — 4 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ჩემი პირველი ნერგი — პირველკლასელებისა და ეკოკლუბელების ერთობლივი ზრუნვა ბუნებაზე

პროექტის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში, გელათის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დიდი სიყვარულითა და ენთუზიაზმით დარგეს საკუთარი ნერგები. 🌱

პატარებს ხეების დარგვაში ეკოკლუბ „მწვანე პლანეტის“ წევრებიც ეხმარებოდნენ. ერთობლივმა საქმიანობამ ბუნებაზე ზრუნვა უფროსი და უმცროსი მოსწავლეების თანამშრომლობისა და ერთმანეთის მხარდაჭერის სასიამოვნო გამოცდილებად აქცია. 💚 ეკოკლუბელები პირველკლასელებს ნერგების მოვლაშიც დაეხმარებინ.

ამ პატარა ხეებთან ერთად ჩვენი პირველკლასელებიც გაიზრდებიან და ისწავლიან ბუნებაზე ზრუნვასა და პასუხისმგებლობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“, რომლის მიზანია ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით ხელი შეეწყოს:

💚 ტყისა და მწვანე სივრცეების აღდგენასა და ზრდას;
💚 ბიომრავალფეროვნების დაცვას;
💚 კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედების შემცირებაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდასა და მდგრადი განვითარების პრინციპების დამკვიდრებას;
💚 პროგრამის მიზნების დაკავშირებას ქვეყნის გრძელვადიან გარემოსდაცვით, კლიმატის ცვლილებისა და ტყის აღდგენის სახელმწიფო პოლიტიკასთან.

აქტივობა 02

ნიადაგის საიდუმლოებები — მინერალური მარილების აღმოჩენა ცდის საშუალებით

მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, ეკოკლუბ „მწვანე პლანეტის“ ინიციატივით, სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში VII კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა პრაქტიკული აქტივობა — „მინერალური მარილების აღმოჩენა ნიადაგში“.

აქტივობის მიზანი იყო ნიადაგის შემადგენლობის შესწავლა, მცენარეთა ზრდა-განვითარებისთვის მინერალური მარილების მნიშვნელობის გააზრება და მოსწავლეთა კვლევითი უნარების განვითარება.

მოსწავლეები ცდის საშუალებით გაეცნენ ნიადაგში მინერალური მარილების აღმოჩენის შესაძლებლობას, დააკვირდნენ მიმდინარე პროცესს და იმსჯელეს მიღებულ შედეგებზე. ცდის ჩატარებაში ასისტენტების როლი შეასრულეს VII კლასის მოსწავლეებმა — გიორგი რუსიტაშვილმა და დაჩი ალფაიძემ. მათმა ჩართულობამ ხელი შეუწყო თანატოლთა თანამშრომლობასა და პრაქტიკული საქმიანობისადმი ინტერესის გაძლიერებას.

აქტივობის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ნიადაგის, როგორც ცოცხალი სამყაროსთვის მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსის, ღირებულებაზე. მოსწავლეებმა განიხილეს მინერალური მარილების როლი მცენარეთა კვებაში და ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნების აუცილებლობა. სასწავლო საკითხი დაუკავშირეს ნიადაგის დაბინძურების პრევენციასა და ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლიან გამოყენებას.

პრაქტიკულმა მუშაობამ ხელი შეუწყო თეორიული ცოდნის გამოცდილებასთან დაკავშირებას, დაკვირვების, მსჯელობისა და დასკვნების გამოტანის უნარების განვითარებას.

აქტივობა 03

„ბუნების საიდუმლოებები — მფარველობითი და გამაფრთხილებელი შეფერილობისა და მიმიკრიის მაგალითების ამოცნობა“


მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, ეკოკლუბ „მწვანე პლანეტის“ ინიციატივით, სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში ჩატარდა შემეცნებითი აქტივობა — „მფარველობითი და გამაფრთხილებელი შეფერილობისა და მიმიკრიის მაგალითების ამოცნობა“, რომელშიც V კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ცოცხალი ორგანიზმების გარემოსთან შეგუების თავისებურებების გაცნობა, დაკვირვების, შედარებისა და მსჯელობის უნარების განვითარება და ბიომრავალფეროვნების დაცვის მნიშვნელობის გააზრება.

მოსწავლეებმა განიხილეს, როგორ ეხმარება ცხოველებს შეფერილობა და გარეგნული მსგავსება გადარჩენაში. ამოიცნეს მფარველობითი შეფერილობის მაგალითები, რომლებიც ორგანიზმებს გარემოსთან შერწყმასა და მტაცებლებისგან დამალვაში ეხმარება; იმსჯელეს გამაფრთხილებელ შეფერილობაზე, რომელიც შესაძლო საფრთხეზე მიანიშნებს, და მიმიკრიაზე — როდესაც ერთი ორგანიზმი მეორეს ემსგავსება და ამ გზით თავს იცავს.

აქტივობამ ხელი შეუწყო ბუნების მრავალფეროვნებისადმი ინტერესის გაღვივებას და იმის გააზრებას, რომ სახეობების გადარჩენისთვის აუცილებელია მათი ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნება.

ყველა ფოტო (7)
აქტივობა 04

🌍🌿 გელათის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „მწვანე პლანეტა“ საერთაშორისო ეკოფორუმზე! 💚🌱

🌊 2026 წლის 31 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლაში გაიმართა საერთაშორისო ეკოფორუმი „ეკოგანათლება და მდგრადი მომავალი“.

🌿 ფორუმში აქტიურად მონაწილეობდნენ სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „მწვანე პლანეტის“ წევრები — ელენე ალფაიძე და ნინო ჭარხალაშვილი, პედაგოგ ელისო მაწკეპლაძის ხელმძღვანელობით.

🎤💚 ჩვენმა მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია „მდგრადი განვითარება იწყება დღეს“, რომლის საშუალებითაც დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ეკოკლუბის სამწლიანი საქმიანობა, განხორციელებული გარემოსდაცვითი პროექტები, საინტერესო ინიციატივები და მიღწეული შედეგები.

🌱 პრეზენტაციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო:

♻️ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ნარჩენების მართვას;

🌳 გამწვანების ღონისძიებებსა და 21 ნერგის დარგვის ინიციატივას;

💧 წყლის, ნიადაგისა და ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვას;

🌍 გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერას;

🤝 მოსწავლეთა თანამშრომლობას, აქტიურ მოქალაქეობასა და სასკოლო პარტნიორობას.

✨ ჩვენი მთავარი გზავნილია: „პატარა სკოლა — დიდი მიზნები!“

🌎 ეკოკლუბ „მწვანე პლანეტის“ საქმიანობა ნათლად აჩვენებს, რომ გარემოზე ზრუნვა მხოლოდ თეორიული ცოდნით არ შემოიფარგლება. ჩვენი მოსწავლეები სწავლობენ, იკვლევენ, გეგმავენ და თავად ახორციელებენ გარემოსთვის სასარგებლო საქმიანობას.

💚 ფორუმში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. მათ შესაძლებლობა მიეცათ, ფართო საზოგადოებისთვის გაეზიარებინათ საკუთარი საქმიანობა, გაცნობოდნენ სხვა სკოლების წარმატებულ პრაქტიკას და მიეღოთ ახალი იდეები სამომავლო ინიციატივებისთვის.

ყველა ფოტო (10)
იტვირთება…