გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაიმერეთიმიზანი #13

ᲡᲡᲘᲞ ᲢᲧᲘᲑᲣᲚᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲒᲔᲚᲐᲗᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

კლიმატის მდგრადობის მიღწევა — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

🌍🌿 გელათის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „მწვანე პლანეტა“ საერთაშორისო ეკოფორუმზე! 💚🌱

🌊 2026 წლის 31 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლაში გაიმართა საერთაშორისო ეკოფორუმი „ეკოგანათლება და მდგრადი მომავალი“.

🌿 ფორუმში აქტიურად მონაწილეობდნენ სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „მწვანე პლანეტის“ წევრები — ელენე ალფაიძე და ნინო ჭარხალაშვილი, პედაგოგ ელისო მაწკეპლაძის ხელმძღვანელობით.

🎤💚 ჩვენმა მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია „მდგრადი განვითარება იწყება დღეს“, რომლის საშუალებითაც დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ეკოკლუბის სამწლიანი საქმიანობა, განხორციელებული გარემოსდაცვითი პროექტები, საინტერესო ინიციატივები და მიღწეული შედეგები.

🌱 პრეზენტაციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო:

♻️ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ნარჩენების მართვას;

🌳 გამწვანების ღონისძიებებსა და 21 ნერგის დარგვის ინიციატივას;

💧 წყლის, ნიადაგისა და ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვას;

🌍 გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერას;

🤝 მოსწავლეთა თანამშრომლობას, აქტიურ მოქალაქეობასა და სასკოლო პარტნიორობას.

✨ ჩვენი მთავარი გზავნილია: „პატარა სკოლა — დიდი მიზნები!“

🌎 ეკოკლუბ „მწვანე პლანეტის“ საქმიანობა ნათლად აჩვენებს, რომ გარემოზე ზრუნვა მხოლოდ თეორიული ცოდნით არ შემოიფარგლება. ჩვენი მოსწავლეები სწავლობენ, იკვლევენ, გეგმავენ და თავად ახორციელებენ გარემოსთვის სასარგებლო საქმიანობას.

💚 ფორუმში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. მათ შესაძლებლობა მიეცათ, ფართო საზოგადოებისთვის გაეზიარებინათ საკუთარი საქმიანობა, გაცნობოდნენ სხვა სკოლების წარმატებულ პრაქტიკას და მიეღოთ ახალი იდეები სამომავლო ინიციატივებისთვის.

ყველა ფოტო (10)
იტვირთება…