გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობასამეგრელო-ზემო სვანეთიმიზანი #6

ᲡᲡᲘᲞ ᲖᲣᲒᲓᲘᲓᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲯᲘᲮᲐᲨᲙᲐᲠᲘᲡ N1 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

სუფთა წყალი და სანიტარია — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

,,წყალი ჩვენი პასუხისმგებლობაა”

ჯიხაშკარის №1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „მწვანეების“ წევრებმა 5 ნოემბერს ჩავატარეთ საინფორმაციო პრეზენტაცია თემაზე - „როგორ დავზოგოთ წყალი?“.

პრეზენტაციის მიზანი იყო წყლის რესურსების მნიშვნელობის წარმოჩენა, წყლის დაზოგვის აუცილებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მონაწილეებისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებელი პრაქტიკული რჩევების გაზიარება.

შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ წყლის მნიშვნელობაზე ადამიანების, ცხოველებისა და მცენარეების სიცოცხლისთვის. განვიხილეთ მტკნარი წყლის შეზღუდული რესურსები, წყლის დაბინძურებით გამოწვეული საფრთხეები და მისი არარაციონალური მოხმარების შედეგები. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ წყლის დაზოგვის მარტივ გზებს, რომელთა განხორციელებაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ყოველდღიურ ცხოვრებაში.

აღვნიშნეთ, რომ წყლის დაზოგვა მხოლოდ დიდი ცვლილებებით არ იწყება - ხშირად სწორედ მცირე, ყოველდღიური პასუხისმგებლიანი ქმედებები ქმნის მნიშვნელოვან შედეგს.

პრეზენტაციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ წყალი შეუცვლელი ბუნებრივი რესურსია და მის დაცვაზე ზრუნვა თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა.

ჩვენი მთავარი გზავნილია: დავზოგოთ წყალი დღეს, რათა სიცოცხლის წყარო ხვალაც ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს!

იტვირთება…