გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობასამეგრელო-ზემო სვანეთიმიზანი #5

ᲡᲡᲘᲞ ᲖᲣᲒᲓᲘᲓᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲯᲘᲮᲐᲨᲙᲐᲠᲘᲡ N1 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

გენდერული თანასწორობა — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

,,ლეკვი ლომისა სწორია”

ჯიხასკარის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „მწვანეების“ წევრებმა 10 ნოემბერს ჩავატარეთ პრეზენტაცია თემაზე „გენდერული თანასწორობა“. შეხვედრის მიზანი იყო გენდერული თანასწორობის მნიშვნელობის გააზრება და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების შესახებ ცნობიერების ამაღლება. პრეზენტაციის ფარგლებში ვისაუბრეთ ქალებისა და მამაკაცების თანაბარ უფლებებზე, შესაძლებლობებსა და პასუხისმგებლობებზე. განვიხილეთ ის გამოწვევები, რომლებსაც ადამიანები გენდერული უთანასწორობის გამო აწყდებიან განათლების, დასაქმებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ თითოეულ ადამიანს, განურჩევლად სქესისა, უნდა ჰქონდეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისა და მიზნების მიღწევის თანაბარი უფლება.

აღნიშნულმა აქტივობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ თანასწორი და სამართლიანი გარემოს შექმნა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. გვჯერა, რომ ინფორმირებული საზოგადოება უკეთეს მომავალს ქმნის.

მისი მთავარი ამოცანაა გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაძლიერება.

ყველა ფოტო (10)
იტვირთება…