,,სოფლის ეკორუკა - გარემოზე ზრუნვა იწყება ჩვენგან "
ჯიხაშკარის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „მწვანეების“ წევრებს 2026 წლის 19 ოქტომბერს გავაცანით სოფლის ეკორუკის შექმნის სამოქმედო გეგმა. შეხვედრის მიზანი იყო პროექტის ძირითადი იდეის, დაგეგმილი აქტივობებისა და თითოეული წევრის როლის გაცნობა.
წევრებს გავუზიარეთ ინფორმაცია ეკორუკის მნიშვნელობის შესახებ და განვუმარტეთ, როგორ დაგვეხმარება იგი სოფელში არსებული გარემოსდაცვითი პრობლემების გამოვლენაში, შესწავლასა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვაში. ვისაუბრეთ საველე კვლევების ჩატარებაზე, პრობლემური და მნიშვნელოვანი ადგილების მონიშვნაზე, ფოტომასალის შეგროვებასა და ციფრული რუკის შექმნაზე.
შეხვედრისას წევრებმა გამოთქვეს მოსაზრებები და დაინტერესდნენ პროექტის განხორციელების ეტაპებით. ერთობლივად განვიხილეთ სამომავლო საქმიანობის მნიშვნელობა და გუნდური მუშაობის აუცილებლობა.
აქტივობამ ხელი შეუწყო წევრების ინფორმირებულობის ამაღლებას, თანამშრომლობის გაძლიერებასა და პასუხისმგებლობების გააზრებას. მიგვაჩნია, რომ ეკორუკის შექმნა დაგვეხმარება სოფლის გარემოსდაცვითი მდგომარეობის უკეთ წარმოჩენასა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაში. გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ გარემოზე ზრუნვის კულტურის გაძლიერებასა და კონკრეტული ცვლილებების განხორციელებას.