ინოვაციები, იდეები და მომავლის შესაძლებლობები — ეკოკლუბ „მწვანეები“ ტექნოპარკში
ეკოკლუბ „მწვანეების“ წევრები ინოვაციებისა და ხელოვნური ინტელექტის სამყაროში
დღეს ჯიხაშკარის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „მწვანეების“ წევრები ტექნოპარკში გამართულ საინტერესო და მნიშვნელოვან შეხვედრას დავესწარით.
შეხვედრის მთავარი თემა ინოვაციები და ხელოვნური ინტელექტი იყო. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ისეთი პროგრამის შექმნა, რომელიც ადამიანებს დაეხმარება, გაუმკლავდნენ საკუთარ კომპლექსებსა და სირთულეებს, განივითარონ თავდაჯერებულობა და უკეთ შეიცნონ საკუთარი შესაძლებლობები.
შეხვედრის ფარგლებში მოვამზადეთ იდეები, შევქმენით პრეზენტაციები და ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი ხედვები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიები ადამიანების სასარგებლოდ გამოვიყენოთ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა თბილისიდან ჩამოსული მინისტრის მოადგილე.
მსგავსი შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას, გავაფართოოთ ცოდნა, განვავითაროთ შემოქმედებითი აზროვნება და დავინახოთ, რამდენად დიდი შესაძლებლობები აქვს ინოვაციებს ჩვენი საზოგადოების უკეთესი მომავლის შესაქმნელად.