,,სიკეთე გადამდებია”
12 ნოემბერს ჯიხაშკარის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „მწვანეების“ წევრებმა ჩვენი სოფლის ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს საქველმოქმედო აქციით დახმარება გავუწიეთ.
ეკოკლუბის წევრები პარალელურად ჩართულნი ვართ საერთაშორისო eTwinning-ის ერთობლივ პროექტში - „Buddy, Not Bully: Hands Joined for Peace“ („არა ძალადობას - ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები, გაერთიანებული მშვიდობისთვის“). სწორედ პროექტის ფარგლებში დავგეგმეთ და განვახორციელეთ აღნიშნული ინიციატივა, რომლის მთავარი მიზანი თანადგომის, სოლიდარობისა და ურთიერთდახმარების მნიშვნელობის წარმოჩენა იყო.
ინიციატივაში აქტიურად ჩაერთო სასკოლო საზოგადოება და ეკოკლუბის წევრები. ერთობლივი ძალისხმევით, ოჯახიდან მოტანილი პროდუქტებისა და სხვა შემოწირულობების სახით შევაგროვეთ საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი და ოჯახისთვის საჭირო ნივთები. შეგროვებული ნობათი დავახარისხეთ და 12 ნოემბერს ჩვენს სოფელში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს გადავეცით.
ამ აქტივობით კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ერთიანობასა და თანამშრომლობას დიდი ძალა აქვს. თითოეული ადამიანის მცირე წვლილიც კი შეიძლება სხვისთვის მნიშვნელოვანი დახმარებისა და სიხარულის წყარო გახდეს.
გვჯერა, რომ მშვიდობა მხოლოდ ძალადობის არარსებობას არ ნიშნავს — ის ერთმანეთის პატივისცემას, თანადგომასა და გაჭირვებაში მყოფი ადამიანების მხარდაჭერასაც გულისხმობს. სწორედ ასეთი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯებით ვქმნით უფრო მზრუნველ და სოლიდარულ საზოგადოებას.