16 ნოემბერი- ტოლერანტობის საერთაშორისო დღე
2026 წლის 16 ნოემბერს ცხრაწყაროს საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრმა თემო გელენიძემ გააკეთა პრეზენტაცია თემაზე: ტოლერანტობის მსოფლიო დღე. •16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. იგი ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება.•ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაციაში, რომელიც იუნესკომ 1995 წელს 16 ნოემბერს მიიღო, აღნიშნულია, რომ უპირველეს ყოვლისა, ტოლერანტობა აქტიური დამოკიდებულებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს სხვა ადამიანების საყოველთაო უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების აღიარება. ტოლერანტობა თავისუფლებაა მრავალფეროვნებაში და ეს არა მხოლოდ მორალური ვალი, არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნაცაა. ტოლერანტობა პასუხისმგებლობაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის უფლებების, პლურალიზმის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობას.დღეს საქართველოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებებისა და ტოლერანტობის პრინციპების დაცვა უნივერსალურ პასუხისმგებლობას აკისრებს არამარტო ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას და პოლიტიკოსებს, არამედ თითოეულ მოქალაქეს.ჩვენმა ეკო კლუბის წევრებმა გამოუშვეს გაზეთი თემაზე :"ტოლერანტობა-თავისუფლება მრავალფეროვნებაში",ამით მთელ სასკოლო საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია ,თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტოლერანტობა,როგორც თავისუფლება მრავალფეროვნებაში.