გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაიმერეთიმიზანი #16

ᲡᲡᲘᲞ ᲖᲔᲡᲢᲐᲤᲝᲜᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲪᲮᲠᲐᲬᲧᲐᲠᲝᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუციები — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღე

2026 წლის21 სექტემბერს ცხრაწყაროს საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრმა დაჩი მახათაძემ გააკეთა პრეზენტაცია თემაზე მშვიდობის საერთაშორისო დღე.21 სექტემბერს მშვიდობის საერთაშორისო დღე პირველად 1982 წელს აღინიშნა, 2001 წელს კი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 სექტემბერი ცეცხლის შეწყვეტის და ძალადობისგან თავის შეკავების დღედ გამოაცხადა. 2026 წლის მშვიდობის დღის თემაა “მდგრადი განვითარების მიზნები: მშვიდობის მშენებლობის საწინდარი”, რომლის მიზანიცაა წარმოაჩინოს მდგრადი განვითარების მნიშვნელობა მშვიდობის დამყარებაში.​მდგრადი განვითარება თავის მხრივ მოიცავს სოციალური და გენდერული თანასწორობისკენ, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლებისკენ, სიღარიბის შემცირებასა და გარემოს დაცვისაკენ სახელმწიფოების მუდმივ სწრაფვას. თანამედროვე მსოფლიო ისეთი გამოწვევების წინაშე დგას როგორებიცაა სიღარიბე, ამოწურვადი ბუნებრივი რესურსები, უთანასწორობა, კორუფცია, რასიზმი და ქსენოფობია.დღეს განსაკუთრებით აქტუალურია მშვიდობა,როცა უკრაინაში ომია,ახლო აღმოსავლეთშიც საომარი სიტუაციებია.გაიმართა დისკუსია ამთემაზე,რომელშიც ჩაერთო ისტოეიის მასწავლებელიც.პრეზენტაციის დასასრულს ეკო კლუბის წევრებმა მშვიდობის ნერგები დარგეს სკოლის ეზოში.


იტვირთება…