გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაიმერეთიმიზანი #15

ᲡᲡᲘᲞ ᲖᲔᲡᲢᲐᲤᲝᲜᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲪᲮᲠᲐᲬᲧᲐᲠᲝᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

დედამიწის ეკოსისტემები — 2 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღე

2026 წლის 5 ოქტომბერს ცხრაწყაროს საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრმა სასკოლო საზოგადოებას გააცნო პრეზენტაცია თემაზე მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით.მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მასწავლებელთა პროფესიული დღის დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის. როგორც დამფუძნებლებმა განმარტეს, ამ დღის დაწესება მიზნად მასწავლებლების მხარდაჭერას ისახავს. იუნესკოს თანახმად, მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.განათლების საერთაშორისო ფედერაცია ასევე აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სოციალურ კამპანიებსა თუ საგანმანათლებლო პროექტებს, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საზოგადოებისთვის პედაგოგთა მნიშვნელობისა და ღვაწლის სათანადოდო ჩვენება.რაიონის მასშტაბით ჩატარდა მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება,სადაც დააჯილდოვეს ის პედაგოგები,რომლებსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის მომავალი თაობის აღზრდაში.ჩვენი სკოლიდანაც იქნა დაჯილდოებული ისტორია-მოქალაქეობის წამყვანი მასწავლებელი ნესტან ცერცვაძე.ამ სღესთან დაკავშირებით ჩვენმა პედაგოგებმა გაალამაზეს სკოლის ეზო და დარგეს ლამაზი ყვავილები.კიდევერთი ლამაზი გაზონი შეემატა ჩვენი სკოლის ეზოს.

აქტივობა 02

14 ოქტომბერი გარემოსდაცვითი განათლების მსოფლიო დღე

2026 წლის 14 ოქტომბერს ცხრაწყაროს საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრმა დემეტრე ლაბაძემ გააკეთა პრეზენტაცია გარემოსდაცვითი განათლების დღესთან დაკავშირებით.მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო რამდენად მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი ღონისძიებები დრევანდელ ცხოვრებაში,როცა დედამიწა ეკოლოგიური კატასტროფების წინაშე დგას.აღნიშნული დღე უკავშირდება პირველ სამთავრობოთაშორისო კონფერენციას გარემოსდაცვითი განათლების შესახებ, რომელიც 1977 წლის 14-26 ოქტომბერს გაიმართა თბილისში, UNESCO-სა და UNEP-ის ორგანიზებით.სკოლის ეკო კლუბმა გადაწყვიტა სასკოლო საზოგადოებას აუმაღლოს ცნობიერება გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ. პრეზენტაციაში ბევრი მაგალითი იყო მოყვანილი ამასთან დაკავშირებით.წლევანდელი წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს მასშტაბით გამოცხადებულ ღონისძიებას "დარგე შენი ნერგი" შეუერთდა ჩვენი სკოლის პირველკლასელებიც.მათ დარგეს ნერგები როგორც სკოლის ეზოში,რომელიც სკოლის დირექციამ მოაწოდა,ისე რაიონშიც.სკოლის ეზოსაც შემატეს ნერგები ეკო კლუბის წევრებმა.

იტვირთება…