გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაიმერეთიმიზანი #11

ᲡᲡᲘᲞ ᲖᲔᲡᲢᲐᲤᲝᲜᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲪᲮᲠᲐᲬᲧᲐᲠᲝᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება — 6 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღე

2026 სასწავლო წლის 22 ოქტომბერს ცხრაწყაროს საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრმა თემო გელენიძემ გააკეთა პრეზენტაცია თემაზე: ხის დარგვის საერთაშორისო დღე.ხის დარგვის საერთაშორისო დღე 1874 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი ამერიკელი ბოტანიკოსი, სოფლის მეურნეობის მინისტრი სტერლონგ მორტონია.ეროვნული სატყეო სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტი ქვეყნის მასშტაბით ტყის აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაა. უწყების ცნობით, ამ მიმართულებით საქმიანობის მასშტაბები ბოლო წლებში გაიზარდა - 2013 წლიდან დღემდე, აღდგენილია 1100 ჰა ფართობი ტყის მასივი, აქედან, მიმდინარე წელს, ხეები დაირგო 444 ჰექტარზე. ტყის აღდგენის ღონისძიებების ფარგლებში, ქვეყნის ტერიტორიაზე დარგულია 900 000-მდე ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის ნერგი.ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიოება იყო დაგეგმილი "ჩემი პირველი ნერგი",რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდა,ყველა და მათ შორის ჩვენმა პირველკლასელებმაც მიიღეს მონაწილეობა.ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია,გვყავს სამი პირველკლასელი,ამიტომ ეკო მლუბის წევრებმა ხის დაერგვის დღესთან დაკავშირებით სკოლის ეზოში მეტი ნერგები დავრგეთ,რომლებიც მოგვაწოდა სკოლის დირექციამ.ამ აქტივობაში მთელი სასკოლო საზოგადოება ჩაერთო.

აქტივობა 02

18 სექტემბერი წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღე

18 სექტემბერს ცხრაწყაროს საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრმა ლიკა ნებიერიძემ გააშუქა პრეზენტაცია თემაზე:18 სექტემბერი წყლის მონიტორინგის დღე.წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღე ამერიკის სუფთა წყლის ფონდის (ACWF) მიერ 2003 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება. საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წყლის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით - ფართოვდება მონიტორინგის ქსელი, იზრდება განსასაზღვრი პარამეტრების რაოდენობა.წყლის ხარისხის კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში ხორციელდება, რომელიც აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. წყლის რესურსების სახელმწიფო მონიტორინგის სისტემა წარმოადგენს ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის ობიექტების ჰიდროლოგიურ, ჰიდრომორფოლოგიურ, ჰიდროგეოლოგიურ, ქიმიურ, ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, წყლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მახასიათებლებზე რეგულარული დაკვირვებისა და მონაცემთა ანალიზის ერთიან სისტემას, რომლის მიზანია წყლის ობიექტების მდგომარეობის, მისი გარემოსთან (ბუნებრივ და ანთროპოგენურ) ურთიერთქმედების, მდინარის აუზში მიმდინარე ბუნებრივი და ანთროპოგენური პროცესების, საშიში და კატასტროფული მოვლენების თაობაზე ინფორმაციის მიღება, რისკ-ფაქტორების ანალიზი, შეფასება და პროგნოზირება.

აქტივობა 03

27 სექტებმერი მდინარეების მსოფლიო დღე

2027 წლის 28 სექტემბერს ცხრაწყაროს საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრმა დემეტრე ლაბაძემ გააკეთა პრეზენტაცია თემაზე :27 სექტემბერი მდინარეების მსოფლიო დღე. მდინარეების მსოფლიო დღე (World Rivers Day) ყოველწლიურად სექტემბრის მეოთხე კვირა დღეს აღინიშნება. ეს არის გლობალური დღესასწაული, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოს წყლის რესურსებისადმი ცნობიერების ამაღლებას და მათი აქტიური მოვლა-პატრონობის წახალისებას. დღეისათვის მასში მონაწილეობს მილიონობით ადამიანი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში. საზოგადოების ყურადღების მიპყრობა იმ საფრთხეებზე, რომლებიც მდინარეებს ემუქრებათ (დაბინძურება, კლიმატის ცვლილება, ურბანიზაცია და კაშხლების არასწორი მშენებლობა).ჩვენმა პრეზენტატორმა განსაკუთრებულად აღნიშნა მდინარე ყვირილა,რომელიც ზესტაფონში ჩამოედინება და არის დაბინძურებული.აუცილებელია ადამიანების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ინფორმირება იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სუფთა წყალი პლანეტის ბიომრავალფეროვნებისთვის.

აქტივობა 04

4 ოქტომბერი ცხოველთა დაცვის მსოფლიო დღე

2027 წლის 5 ოქტომბერს ცხრაწყაროს საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრმა მარიამ ხიჯაკაძემ გააკეთა პრეზენტაცია თემაზე ცხოველთა დაცვის მსოფლიო დღე.•4 ოქტომბერი ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა (World Animal Day), რომელიც მსოფლიო მასშტაბით ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტების ამაღლებას, მათი უფლებების დაცვასა და გადაშენების პირას მყოფი სახეობების გადარჩენას ემსახურება.მსოფლიოს ცხოველთა დღე" პირველად გერმანიაში, 1925 წლის 24 მარტს,, კინოლოგ ჰეინრიჰ ზიმერმანმა აღნიშნა.  კინოლოგმა  5000-მდე ადამიანს მოუყარა თავი ბერლინის სპორტის სასახლეში მიერ და ბევრი  იშრომა იმისთვის, რომ ეს დღე ყოფილიყო ოფიციალური.  1931 წელს, ფლორენციაში, ბუნების დამცველთა საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს გადაწყვეტილება ამ დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით.4 ოქტომბერი არის კათოლიკე წმინდანის, ფრანცისკ ასსიზელის, გარდაცვალების დღე.ის ითვლებოდა ცხოველების დამცველად და მფარველად, ზუსტად ამიტომ მოხდა ამ თარიღის შერჩევა.მარიამ ხიჯაკაძემ ეკო კლუბის წევრებს მოუწოდა მოარონ,დაიცვანდა გამოკვებონ უსახლკარო ცხოველები.თვითონ აღნიშნა ისინი ძალიან უყვარს და სახლში სამი ძაღლი დაერთი კატა ჰყავს,რომელთაც დიდი სიამოვნებით უვლის.

აქტივობა 05

21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღე

2026 წლის21 სექტემბერს ცხრაწყაროს საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრმა დაჩი მახათაძემ გააკეთა პრეზენტაცია თემაზე მშვიდობის საერთაშორისო დღე.21 სექტემბერს მშვიდობის საერთაშორისო დღე პირველად 1982 წელს აღინიშნა, 2001 წელს კი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 სექტემბერი ცეცხლის შეწყვეტის და ძალადობისგან თავის შეკავების დღედ გამოაცხადა. 2026 წლის მშვიდობის დღის თემაა “მდგრადი განვითარების მიზნები: მშვიდობის მშენებლობის საწინდარი”, რომლის მიზანიცაა წარმოაჩინოს მდგრადი განვითარების მნიშვნელობა მშვიდობის დამყარებაში.​მდგრადი განვითარება თავის მხრივ მოიცავს სოციალური და გენდერული თანასწორობისკენ, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლებისკენ, სიღარიბის შემცირებასა და გარემოს დაცვისაკენ სახელმწიფოების მუდმივ სწრაფვას. თანამედროვე მსოფლიო ისეთი გამოწვევების წინაშე დგას როგორებიცაა სიღარიბე, ამოწურვადი ბუნებრივი რესურსები, უთანასწორობა, კორუფცია, რასიზმი და ქსენოფობია.დღეს განსაკუთრებით აქტუალურია მშვიდობა,როცა უკრაინაში ომია,ახლო აღმოსავლეთშიც საომარი სიტუაციებია.გაიმართა დისკუსია ამთემაზე,რომელშიც ჩაერთო ისტოეიის მასწავლებელიც.პრეზენტაციის დასასრულს ეკო კლუბის წევრებმა მშვიდობის ნერგები დარგეს სკოლის ეზოში.


აქტივობა 06

14 ოქტომბერი გარემოსდაცვითი განათლების მსოფლიო დღე

2026 წლის 14 ოქტომბერს ცხრაწყაროს საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრმა დემეტრე ლაბაძემ გააკეთა პრეზენტაცია გარემოსდაცვითი განათლების დღესთან დაკავშირებით.მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო რამდენად მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი ღონისძიებები დრევანდელ ცხოვრებაში,როცა დედამიწა ეკოლოგიური კატასტროფების წინაშე დგას.აღნიშნული დღე უკავშირდება პირველ სამთავრობოთაშორისო კონფერენციას გარემოსდაცვითი განათლების შესახებ, რომელიც 1977 წლის 14-26 ოქტომბერს გაიმართა თბილისში, UNESCO-სა და UNEP-ის ორგანიზებით.სკოლის ეკო კლუბმა გადაწყვიტა სასკოლო საზოგადოებას აუმაღლოს ცნობიერება გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ. პრეზენტაციაში ბევრი მაგალითი იყო მოყვანილი ამასთან დაკავშირებით.წლევანდელი წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს მასშტაბით გამოცხადებულ ღონისძიებას "დარგე შენი ნერგი" შეუერთდა ჩვენი სკოლის პირველკლასელებიც.მათ დარგეს ნერგები როგორც სკოლის ეზოში,რომელიც სკოლის დირექციამ მოაწოდა,ისე რაიონშიც.სკოლის ეზოსაც შემატეს ნერგები ეკო კლუბის წევრებმა.

იტვირთება…