"ეკომეგობრული აჭარის" მხარდამხარ---ელექტრონული ნარჩენის შეგროვების აქცია
ციხისძირის სკოლა — "ეკომეგობრული აჭარის" მხარდამხარ!
ნოემბრის თვეში ეკოკლუბი დიდი ინიციატივით ჩაერთო კონკურსში ეკომეგობრული აჭარა 2026, სადაც აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან შერჩეული იყო 6 სკოლა. ქობულეთიდან ერთ-ერთი ჩვენი სკოლა იყო. ჩვენი მიზანი იყო--- ელექტრონული ნარჩენების გამოყოფა ნაგავისგან და გადამუშავებისთვის გადაცემა, რათა შემცირდეს გარემოს დაბინძურება. ეკოკლუბი ჩაერთო ამ კამპანიაში აჭარაში. აქციის ფარგლებში მოხდა მოსახლეობისა და მონაწილეების მობილიზება, ნარჩენების მიღება და დახარისხება. ერთ კვირაში შეგროვდა 2000 კგ-მდე ელექტრო ნარჩენი. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ კამპანიას---ელექტრო ნარჩენი შეიცავს საშიშ ნივთიერებებს, რომლებიც არასწორად განთავსებისას აბინძურებს ნიადაგსა და წყალს. გარდა ამისა, მათგან შესაძლებელია ღირებული მასალების რეციკლირება.
დასკვნის სახით, ეს შედეგი მოწმობს ახალგაზრდების აქტივოურობასა და მოსახლეობს მზარდ ინტერესს ეკოლოგიური საკითხებისადმი. ვგეგმავთ ანალოგიური აქციების გაგრძელებას.
ამ მრავლისმომცველი კამპანიით ეკოკლუბელებმა კიდევ ერთელ გამოხატეს გარემოზე ზრუნვისა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა.
ერთად ვიზრუნოთ ბუნებაზე---ყოველი ნაბიჯი დიდი ცვლილების დასაწყისია!
#ეკომეგობრულიაჭარა2026