პატარა ხელებით დარგული დიდი იმედები! ახალი სიცოცხლე!
პატარა ხელებით დარგული დიდი იმედები!
ციხისძირის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა დიდი მონდომებითა და აქტიურობით დაიწყო ახალი სასწავლო წელი. კლუბი შეივსო ახალი წევრებით. პირველი შხვედრა იყო სამოქმედო გეგმის გაცნობა კლუბის წევრებისთვის. ლიდერმა წევრებმა მოამზადეს ინტერაქტიული პრეზენტაცია. შეხვედრის შემდეგ მათი ინიციატივით ორგანიზება გაუწიეს სკოლის ტერიტორიაზე პირველკლასელების ჩართვას ახალი სიცოცხლის დაწყების აქციაში, მოიტანეს ბზისა და ნაძვის ახალი ნერგები ქოთნებით, წინასწარ მომზადდა ადგილები, იყო თემისა და უფროსი თაობის ჩართვაც აქციაში.
სიყვარულის, ზრუნვისა და ბუნებისადმი პასუხიმგებლობის ლამაზი გაკვეთილი პირველიკლასელებისთვის---ახალი სიცოცხლის დაწყება! პატარა ხელებით დარგული დიდი იმედები! დღეს დარგული პატარა ნერგი, ხვალ დიდ ხედ გაიზრდება, ბავშვებთან ერთად კი გაიზრდება ბუნების სიყვარულისა და დაცვის სურვილიც!...
ჩვენი მიზანია---ვასწავლოთ პატარებს, რომ ბუნებაზე ზრუნვა ჩვენი საერთო პასუხიმგებლობაა!
10 ნოემბერი, სკოლის ტერიტორია.
ნაკლების ჩვენება